სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საკონსტიტუციო სასამართლო მერის უნდობლობის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს

2019-03-21 17:24
Featured image

2019 წლის 22 მარტს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის სახელით საიას წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს.

დავის საგანს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმები, რომლითაც საკრებულოს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადააყენოს ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერი. მოქმედი კანონმდებლობით, უნდობლობის გამოსაცხადებლად საკრებულოს არ სჭირდება იმის დასაბუთება, რომ მერი სათანადოდ არ ასრულებს თავის მოვალეობას.

საია მიიჩნევს, რომ მერისათვის უნდობლობის გამოცხადების ამგვარი პროცედურა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც გარანტირებულია საჯარო სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის უფლება.