სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს მსურველთა მიღებას სასწავლო კურსებზე

2011-09-19 14:33
Featured image

სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას 5 მიმართულებით:

კურსიშესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის)

სისხლის სამართალი

სამოქალაქო სამართალი

საერთაშორისო სამართალი

კონსტიტუციური სამართალი

თითოეული მიმართულების გასაშიფრად იხ.დანართი #1,2,3,4,5)

სასწავლო კურსებით დაინტერესეულმა პირებმა 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ :

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • 2 ფოტოსურათი
  • დიპლომის ან სტუდბილეთის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან
  • შეავსონ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმა ( განაცხადის ფორმას ჩამოტვირთავთ ვებგვერდიდან www.legaleducation.ge ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას)

საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დამიშნულ დროს გაივლიან ტესტირებას.

დაწვრილებითი ინფრომაციისათვის მოგვმართეთ:

. თბილისი, კახიძის . #15

ტელ: 2936101 (შიდა 125 ან 147); 2910883 (შიდა 125 ან 147)

საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი metreveli@gya.ge

მარი აბულაძე ltic@gyla.ge დანართი#1-კურსი შესავალი სამართალში

  • კონსტიტუციური სამართალი
  • ადამიანის უფლებები
  • ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი
  • სამოქალაქო საზოგადოება სამართლებრივი სახელმწიფო
  • შესავალი სამართალში
  • დებატები

დანართი#2- სისხლის სამართალი

ძირითადი დისციპლინები

  • სისხლის სამართალი
  • სისხლის სამართლის პროცესი
  • კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა
  • ადამიანის უფლებები
  • დებატები

სპეცკურსები:

  • კრიმინალისტიკა
  • საერთაშორისო სისხლის სამართალი
  • სასამართლოში იურისტის გამოსვლის ტაქტიკა
  • სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები

დანართი#3- სამოქალაქო სამართალი

ძირითადი დისციპლინები

  • სამოქალაქო სამართალი/კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა
  • სამოქალაქო სამართლის პროცესი
  • სამეწარმეო სამართალი
  • საერთაშორისო კერძო სამართალი
  • დებატები

სპეცკურსები:

  • საგადასახადო სამართალი
  • საბანკო სამართალი
  • სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები
  • იმიტირებული სასამართლო პროცესი

დანართი#4-საერთაშორისო სამართალი

ძირითადი დისციპლინები

  • ადამიანის უფლებები
  • საერთაშორისო საჯარო სამართალი
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი
  • საერთაშორისო სისხლის სამართალი
  • საერთაშორისო ორგანიზაციები
  • დებატები

სპეცკურსები:

  • სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები
  • ევროპის სამართალი
  • იმიტირებული სასამართლო პროცესი

დანართი#5-კონსტიტუციური სამართალი

ძირითადი დისციპლინები

  • შედარებითი კონსტიტუციური სამართალი
  • მუნიციპალური სამართალი
  • ადმინისტრაციული სამართალი/ადმინისტრაციული სამართლის პროცესი
  • საგადასახადო სამართალი/საბაჟო სამართალი
  • დებატები

სპეცკურსები:

  • საკონსტიტუციო სამართალწარმოება
  • იმიტირებული სასამართლო პროცესი
  • სამართლებრივი წერის