სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას დახმარებით შშმ პირმა შრომითი დავა მოიგო

2024-01-10 11:42
Featured image

საია სასამართლოში იცავდა შშმ პირის ინტერესებს, რომელიც დამსაქმებელმა უკანონოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელე დასაქმებული იყო ა(ა)იპ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრში" უმეთვალყურეოდ დარჩენილი შინაური ცხოველების იზოლაციის განყოფილების მუშის პოზიციაზე. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებელი მიუთითებდა დასაქმებულის პირად განცხადებაზე, იმ პირობებში, რომ დასაქმებულს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ფიზიკურად არც შეეძლო მსგავსი განცხადების დაწერა. შესაბამისად, განცხადება, რომელიც საფუძვლად დაედო მისი გათავისუფლების ბრძანების გამოცემას, არ გამოხატავდა მის ნამდვილ ნებას.

საქმის განხილვისას სასამართლოში დადგენილი იქნა, რომ აღნიშნული განცხადება დაწერილი იყო სხვა პირის მიერ. შესაბამისად, დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბათილად იქნა ცნობილი, დასაქმებულმა კი, დარღვეული შრომითი უფლებების გამო შესაბამისი ფულადი კომპენსაცია მიიღო.

საქმეზე მუშაობდა საიას ოზურგეთის ოფისი.