სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი იწვევს იურისტებს სემინარზე “არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან”

2012-03-29 08:28
Featured image
2) არაადამიანური მოპყრობის პრევენციის მექანიზმები და ამ .მექანიზმების მნიშვნელობა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებისას

დაკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

დამცველის ყოლის უფლება

სამედიცინო შემოწმებისა და ექიმის ნახვის უფლება

დაკავებულისათვის მისი უფლებების გაცნობა

3) არაადამიანური მოპყრობის პრევენციის სხვა საშუალებები და მათი მნიშვნელობა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებისას

თავისუფლების აღკვეთის აღრიცხვის ბარათები

Bბრალდების მხარისა და სასამართლოს ვალდებულებები საწყის ეტაპზე

თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სამედიცინო პერსონალის როლი

თავისუფლების აღკვეთის დროს უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების სხვა საშუალებები

4) კრიტერიუმები, რომელიც მიუთითებს არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ეფექტურობაზე

დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა

გამოძიების ჩატარება უფლებამოსილი ორგანოს მიერ

სრულყოფილი გამოძიება

დროული გამოძიება

დაზარალებულის მონაწილეობა გამოძიებაში და საზოგადოებრივი კონტროლი

იმისათვის, რომ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს  მაქიმალურად მეტ სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე იურისტს, ჩატარდება 2 იდენტური სემინარი:

2-3 აპრილი, 2012 წელი

11-12 აპრილი, 2012 წელი,

სემინარში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეები ორგანიზატორების მიერ უზრუნველყოფილნი იქნებიან აუცილებელი სასემინარო მასალებით, სადილითა და ყავა-შესვენებებით. თითოეული სემინარისათვის შეირჩევა 30 მონაწილე. (სულ ორივე სემინარზე 60). რეგიონებიდან თითოეულ სემინარზე შეირჩევა 5 მონაწილე (სულ 10). მათ აუნაზღაურდებათ მგზავრობა და თბილისში სასტუმროში განთავსება 3 ღამით.

თითოეული სემინარი 2 დღიანი და ჩატარდება თბილისში, შერატონი მეტეხი პალასში, დილის 10.00 სთ-დან საღამოს 18.00 სთ-მდე.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა:

2-3 აპრილის ტრენინგისათვის  - 29 მარტი

11-12 აპრილის ტრენინგისათვის -  2 აპრილი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) და ზემოთმითითებული თარიღებიდან თქვენთვის სასურველი  ერთი თარიღი, (თარიღის მითითება აუცილებელია)  შემდეგ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: metreveli@gyla.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ: 93 61 01 (125)

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საკონტაქტო პირი: თამარ მეტრეველი