საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტის _ “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეთა ინფორმირებულობას” _ ფარგლებში მომზადებული კვლევის “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესი და უფლებამოსილების ფარგლები” - სამართლებრივი ანალიზის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიება 2012 წლის 31 იანავრს საატუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.
კვლევასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და მედიის წარმომადგენლების ჩართულობით საინტერესო დისკუსია შედგა.
კვლევაში მოცემულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და მოიცავს შემდეგ საკითხებს: კომისიის საქმიანობა, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი, კომისიონერები, მათი არჩევის წესი, თავმჯდომარის დანიშვნა, ინტერესთა კონფლიქტი, კომისიონერის თანამდებობიდან გათავისუფლება, ანგარიშვალდებულების წესები.
კვლევაში წარმოდგენილია საიას ხედვა აღმოჩენილი სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის თაობაზე. შემოთავაზებები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მოიცავს სამოქალაქო სექტორის აქტიურ ჩართულობას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესსა და საქმიანობაში, კომისიის ანგარიშავლდებულების გაზრდასა და ინტერესთა კონფლიქტის დებულებების დახვეწას.