სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს ტენდერს ჟილეტების შესაძენად

2024-09-03 12:44
Featured image

ტენდერი ჟილეტების შესაძენად

შესყიდვის ობიექტი - ჟილეტები

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები

ჟილეტი დამუშავებული დიაგონალის ან მსგავსი ტიპის მედეგი ქსოვილით; წინ ელვაშესაკრავით; ქვედა მხარეს 2 ჯიბით; ფერი - ნაცრისფერი ან მუქი ლურჯი.  ჟილეტის წინა (მარცხენა) და უკანა (ცენტრში) მხარეს დატანილია ორგანიზაციის ლოგო (წინ - დაახლ. 10 სმ, უკან - დაახლ. 25 სმ).

ოდენობა: S ზომა – 100; M ზომა – 450; L ზომა – 100; XL ზომა – 50.

ნიმუში იხილეთ დანართად.  ამასთან ორგანიზაცია გამოთქვამს მზაობას, განიხილოს სხვა დიზაინის შეთავაზება.

შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადები - შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს ტენდერის დასრულებიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში. 

საქონლის ფასი: სატენდერო წინადადებაში საქონლის ერთეულისა და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის ჩათვლით.

ანგარიშსწორებისპირობები: ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, დღგ-ს გარეშე ან დღგ-ს ჩათვლით, მოწოდების დოკუმენტებისა და  მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. წინასწარიგადახდისმექანიზმიარგამოიყენება. 

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა, დანართის შესაბამისად, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე -  info@gyla.ge:

ა) ინფორმაცია ტენდერში მონაწილე კომპანიის შესახებ;    
ბ) მისაწოდებელი საქონლის ფასები.

 

საია დაუკავშირდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შერჩეულ კომპანიებს, რომლებმაც, კონკურსის შედეგების შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში, უნდა წარმოადგინონ ჟილეტის ნიმუში.

 

გთხოვთ, შეტყობინების დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.  

ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის  10 სექტემბერი. 

ტენდერთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ - gabuladze@gyla.ge.