საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა მყარ ტენდენციად იქცა. თუმცა იშვიათია ფაქტები, როცა ჟურნალისტები ამის შესახებ ხმამაღლა აცხადებენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ჟურნალტ ეკა ხოფერიას მხრიდან სამოქალაქო პოზიციის დაკავება და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისასალმებელია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუღებლად მიიჩნევს ჟურნალისტი ეკა ხოფერიასათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლით. ამ მუხლის თანახმად, “ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან” დასჯადია. დასჯადია ასევე იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით, ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
ის პირები, რომლებიც აშკარად უშლიდნენ ხელს ჟურნალისტ ეკა ხოფერიას პროფესიულ საქმიანობაში, უნდა გამოაშკარავდნენ და დაეკისროს მათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge