„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ 2011 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრაქტიკული საქმიანობის მონიტორინგი განახორციელა.
18 ოქტომბერს თბილისი მერიოტში გაიმართა კოალიციური პროექტის „სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედია სივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის“ შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია.
საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ავტორიზებულ პირთა (საკაბელო ტელევიზიები) სანქცირების მართლზომიერების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და რეგულირების პროცესის გამჭვირვალობის საკითხებს დაეთმო.
პრეზენტაციაზე საკუთარი პოზიციები წარმოადგინა კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბატონმა კახი ყურაშვილმა. მისი განცხადებით კომისიის მიერ გაზიარებულ იქნა მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული შენიშვნების ნაწილი.
ანგარიშის შესახებ საინტერესო დისკუსიები გაიმართა. განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია ანგარიშში ინტერესთა კონფლიქტის ნაწილმა. ჯგუფის შეფასებით, გამოიკვეთა კომისიის თავმჯდომარის არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი სატელევიზიო მაუწყებლების მიმართ. საჯაროდ იქნა ასევე განხილული საზოგადოებრივი დამცველის ინსტიტუტის არაეფექტურობა. კომისიის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში სულ 108 განცხადება შევიდა.
ჯგუფი მომდევნო ანგარიშს 2011 წლის დეკემბერში გამოაქვეყნებს, სადაც ასახული იქნება კომისიისათვის წარსადგენი რეკომენდაციები.
პრექტი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge