წინამდებარე დოკუმენტი წარმოდგენილია საიას გამგეობის მიერ, როგორც საიას წესდების ცვლილებების პროექტი, რომელიც უნდა დამტკიცდეს საიას რიგით XVIII საერთო კრებაზე, ა.წ. 29 ოქტომბერს.
მიღებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციის XVIII საერთო კრების მიერ
2011 წლის 29 ოქტომბერს
თბილისი
2011
თავი 1
ძირითადი დებულებები
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
1.1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (შემდგომში - ასოციაცია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.2. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასოციაცია დაფუძნებულია 1994 წლის 9 სექტემბერს.
1.3. ასოციაცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
1.4. ასოციაციის ადგილსამყოფელია საქართველო, ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15.
მუხლი 2
მიზნები
2.1. ასოციაციის მიზნებია:
ა) საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონის უზენაესობის დამკვიდრება;
ბ) სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზის განვითარება;
გ) ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
დ) იურიდიული პროფესიის განვითარება, პროფესიული ეთიკის ნორმების შექმნა.
მუხლი 3
საქმიანობის ფორმები
3.1. საწესდებო მიზნების მისაღწევად ასოციაცია:
ა) ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას იურისტთა პროფესიული დაოსტატებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
ბ) ეწევა სამეცნიერო, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას;
გ) ხელს უწყობს მოსახლეობის სამართლებრივი დაცვის ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნას;
დ) ქმნის იურიდიული მომსახურების ცენტრებს და უზრუნველყოფს სასამართლო და სხვა ორგანოებში წარმომადგენლობას;
ე) იცავს ადამიანის უფლებებს სახელმწიფო ორგანოებთან მიმართებაში, მათ შორის სტრატეგიული სამართალწარმოების გზით;
ვ) ეწევა ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს მათ მიმართ პატივისცემის დამკვიდრებას;
ზ)ლობირებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მათ შორის, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებთან;
თ) ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იურიდიული და სამოქალაქო განათლების სისტემის ჩამოყალიბებას;
ი) თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის პროფესიულ გაერთიანებებთან;
კ) ეწევა მოსახლეობაში სამართლებრივ და სამოქალაქო განათლების საკითხებზე საინფორმაციო-შემეცნებით საქმიანობას;
ლ) სამართლებრივი ექსპერტიზის, შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე ორგანიზაციის პოზიციების გამოხატვის გზით აქტიურად მონაწილეობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების განხილვაში;
მ) ეწევა ყველა დონის არჩევნების მონიტორინგს, აგრეთვე მონაწილეობს არჩევნების მონიტორინის საერთაშორისო მისიებში;
ნ) ქმნის ასოციაციის სტრუქტურულ ერთეულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ო) ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;
პ) ახდენს ქონების დაგროვებას საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის.
ჟ) გასცემს გრანტს.
ჟ) ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით.
თავი 2
ასოციაციის წევრობა
მუხლი 4
წევრად მიღება
4.1. ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს 40 წლამდე ასაკის იურიდიული განათლების მქონე პირი ან იურიდიული სასწავლებლის სტუდენტი, რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს.
4.2. ასოციაციის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს ასოციაციის გამგეობას. გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არა უგვიანეს 6 თვისა. გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტამდე წევრობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ასოციაციის ორი წევრის დადგენილი ფორმის წერილობითი რეკომენდაცია.
4.3. პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ასოციაციის საქმიანობას, ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ასოციაციის საპატიო წევრად. საპატიო წევრზე არ ვრცელდება ასოციაციის წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.
4.4. ასოციაციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.
მუხლი41
ასოციაციის წევრობის შეწყვეტა
41.1. ასოციაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) გამგეობისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე საწევრო შენატანის ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას;
ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას;
ვ) გარდაცვალებისას;
41.2 საერთო კრების გადაწყვეტილებით ასოციაციის წევრი შეიძლება გაირიცხოს ასოციაციიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
მუხლი 5
წევრთა უფლება-მოვალეობანი
5.1 ასოციაციის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს ასოციაციის მმართველ ორგანოებში;
გ) კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის პროგრამულ საქმიანობაში;
დ) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს გამგეობის სხდომებში;
ე) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
ვ) ასოციაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
ზ) ატაროს ასოციაციის ემბლემა.
5.2 ასოციაციის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას ასოციაციის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს ასოციაციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის საქმიანობაში;
დ) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ასოციაციის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით;
ე) გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით.
მუხლი51
წევრის პასიური უფლების შეზღუდვა
51.1ასოციაციის 40 წელს გადაცილებულ წევრზე არ ვრცელდება ამ წესდების 5.1.ბ. მუხლით გათვალისწინებული ასოციაციის მმართველ ორგანოებში არჩევის (პასიური) უფლება.
თავი 3
ასოციაციის მმართველი ორგანოები
მუხლი 6
საერთო კრება
6.1. ასოციაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ასოციაციის წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა გამგეობის მიერ და ტარდება ყოველი წლის ოქტომბერ-ნოემბერში;
6.2. საერთო კრების დღის წესრიგში წესდების ცვლილებების საკითხის შეტანას წყვეტს გამგეობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წარდგენილ იქნა ასოციაციის წევრთა ერთი მეათედის მოთხოვნით.
6.3. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა 1/4. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.
მუხლი6.1
საერთო კრების უფლებამოსილებები
6.11. საერთო კრება:
ა) დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით იღებს ასოციაციის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში, გარდა დანართი #1-სა (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრთა სია);
ბ) ფარული კენჭისყრით დამსწრეთა ფარდობითი უმრავლესობით ირჩევს გამგეობის წევრებს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში იმართება წილისყრა;
გ) ისმენს ასოციაციის საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს;
დ) დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს გამგეობის მიერ წარმოდგენილ ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;
ე) (ამოღებულია);
ვ) დამსწრეთა ორი მესამედით იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის რეორგანიზაციის შესახებ;
ზ) წევრთა ოთხი მეხუთედით იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის შესახებ;
თ) იღებს გადაწყვეტილებას წევრის ასოციაციიდან გარიცხვის შესახებ.
6.12 საერთო კრებას ასოციაციის საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშთან ერთად წარედგინება აუდიტის ფინანსური დასკვნა;
მუხლი 6.2
რიგგარეშე საერთო კრება
6.2.1. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა ასოციაციის გამგეობის მიერ:
ა) საკუთარი ინიციატივით;
ბ) თავმჯდომარის ან ასოციაციის წევრთა მეათედის მოთხოვნით, ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს ორი თვისა.
6.2.2 რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა წინასწარ დადგენილი დღის წესრიგით და სრულდება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე.
მუხლი 7
(ამოღებულია)
მუხლი 8
გამგეობა
8.1. ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა 21 წევრისაგან შემდგარი ასოციაციის გამგეობა, რომლის წევრებსაც სამი წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. გამგეობის შემადგენლობა ყოველწლიურად განახლდება ერთი მესამედით. გამგეობის წევრად შეიძლება აირჩეს ის პირიც, რომელიც არ იმყოფება საერთო კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა გამგეობის წევრად არჩევის თაობაზე.
8.2 გამგეობის სხდომები იმართება ყოველი კენტი თვის ბოლო კვირაში. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით. გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამგეობის წევრებს და ასოციაციის ტერიტორიული და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს გამგეობის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 7 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში მოწვევისთანავე.
8.2 1 გამგეობის სხდომა შეიძლება ჩატარდეს ან მასში გამგეობის წევრმა მონაწილეობა მიიღოს ელექტორნული საკომუნიკაციო საშუალებების (ინტერნეტი, ტელეფონი და სხვ.) გამოყენებით (ვიდეო კონფერენცია).
8.2.2 გამგეობის წევრს ასევე უფლება აქვს წერილობით ან/და ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ელექტრონული ფოსტა, ჩატი და სხვა) გამოხატოს პოზიცია განსახილველი საკითხის შესახებ და ამ სახით მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ წესდებით გადაწყვეტილების მისაღებად გათვალისწინებული არ არის ფარული კენჭისყრის ჩატარება.
8.2.38.2.2.პუნქტით გათვალიწინებულ შემთხვევაში გამგეობის წევრს შეუძლია პოზიცია დააფიქსიროს გამგეობის სხდომის ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში.
8.3. გამგეობა:
ა) გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს; თავმჯდომარის წარდგინებით გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს მის მოადგილეს;
ბ) იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ორი კვირით ადრე მაინც აცნობებს ასოციაციის წევრებს;
გ) ასოციაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს საერთო კრებისათვის წარსადგენად აქვეყნებს კრებამდე ერთი თვით ადრე;
დ) იძლევა თანხმობას აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნაზე;
ე) ფარული კენჭისყრით წყვეტს ასოციაციის წევრად მიღების საკითხებს;
ვ) სარეკომენდაციო წერილით მიმართავს ასოციაციის იმ წევრს, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან რომელიც უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
ზ) ადგენს წევრობის მსურველებთან და წევრებთან ურთიერთობის წესს;
თ) შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;
ი) ამტკიცებს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს საერთო კრებისათვის წარსადგენად;
კ) ამტკიცებს ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და საბიუჯეტო პარამეტრებს;
ლ) წყვეტს ასოციაციის კოალიციებში, რეგისტრირებულ ორგანიზაციებში წევრობისა და იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხს;
მ) ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის შესახებ დებულებას;
ნ) ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ1) საჭიროების შემთხვევაში, გამგეობის სხდომებზე იწვევს და ისმენს ასოციაციის ნებისმიერი თანამშრომლის, პროგრამების / პროექტების ხელმძღვანელების, ასოციაციის მიერ დაუფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების, ასოციაციის ფილიალებისა და წარმომადგენლოებების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ანგარიშებს;
ო) ადგენს ასოციაციის თანამშრომელთა სახელფასო ბადეს;
პ) თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
ჟ) ირჩევს ასოციაციის ბეჭდვითი ორგანოს სარედაქციო საბჭოს;
რ) თავმჯდომარის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის რეგიონული ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს და ხელმძღვანელებს;
ს) ფარული კენჭისყრით წევრთა უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენებს ასოციაციის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და აღმასრულებელ დირექტორს;
ტ) აფუძნებს ასოციაციის საწარმოებს და ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;
უ) წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და სხვა მმართველი ორგანოების კომპეტენციას.
8.31 გამგეობის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყვედება:
ა) საია–ს წევრობის შეწყვეტისას;
ბ) გამგეობის სხდომებში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 4 თვის მანძილზე მონაწილეობის მიუღებლობისას;
8.4. გამგეობის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობის წევრი ხდება ის პირი, რომელმაც დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ გამგეობის წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა უკანასკნელ საერთო კრებაზე. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან გამგეობის წევრი შეირჩევა გამგეობის მიერ ჩატარებული წილისყრით. ახლად არჩეული გამგეობის წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული გამგეობის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
მუხლი 9
თავმჯდომარე
1. ასოციაციის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს ასოციაციის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე.
2. ასოციაციის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს თავის წევრთაგან ერთი წლის ვადით ირჩევს გამგეობა მორიგი საერთო კრების შემდეგ პირველსავე სხდომაზე.
პირი ასოციაციის თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ სამზე მეტი ვადით.
თავმჯდომარის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს გამგეობის ყოველ წევრს.
ახლად არჩეული თავმჯდომარე ასახელებს თავისი მოადგილის კანდიდატურას.
ასოციაციის თავმჯდომარისა და მოადგილის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევამდე.
საერთო კრების შემდეგ თუ თავმჯდომარე და მოადგილე, ახალი თავმჯდომარის და მოადგილის არჩევამდე ვერ ასრულებენ თავიანთ უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მათი ფუნქციების შესრულება დაევალოს გამგეობის უხუცეს წევრს.
9.23. თავმჯდომარე:
ა) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
ბ) ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;
გ) წარმოადგენს ასოციაციას სხვა პირებთან ურთიერთობაში;
დ) წყვეტს ასოციაციის კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს და ამის შესახებ აცნობებს გამგეობის წევრებს;
ე) ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალურ ქონების მართვას;
ვ) უძღვება ასოციაციის წევრებთან და წევრობის მსურველებთან მუშაობას გამგეობის მიერ დადგენილი წესით;
ზ) ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ დოკუმენტებს;
თ) გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
ი) აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე ასრულებს მის ფუნქციებს;
კ) ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
9.3. მოადგილე თავმჯდომარის რწმუნებით ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. ასოციაციის თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
9.4. თავმჯდომარის (მოადგილის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ასოციაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის შეუძლია მხოლოდ გამგეობას. ასეთ შემთხვევაში გამგეობა ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს (მოადგილეს) დარჩენილი ვადით.
9.6. ასოციაციის თავმჯდომარის ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს გამგეობა.
7. ასოციაციის თავმჯდომარე და მოადგილე ასოციაციის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად. ისინი ასოციაციისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებენ მის წინაშე, სპეციალურ წარმომადგენელთან აღმასრულებელ დირექტორთან ერთად.
მუხლი 10
აღმასრულებელი დირექტორი
1. ასოციაციის სპეციალური წარმომადგენელია აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ფარგლები, აგრეთვე მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულებით.
10.1 აღმასრულებელ დირექტორს 3 წლის ვადით ნიშნავს თავმჯდომარე გამგეობის თანხმობით;
10.2. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) მოქმედებს ასოციაციის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულების ფარგლებში წარმოადგენს გამგეობას მესამე პირებთან ურთიერთობაში, გარდა თავმჯდომარის და გამგეობის უფლებამოსილებას განკუთვნილი საკითხებისა;
ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ 6 თვეში ერთხელ ანგარიშს აბარებს გამგეობას;
გ) გამგეობის მიერ დადგენილი წესით განკარგავს ასოციაციის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას;
დ) ამტკიცებს განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს;
ე) დებს ხელშეკრულებებს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ასოციაციის სახელით;
ვ) თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს პროექტების კოორდინატორებს;
ზ) ნიშნავს და ათავისუფლებს ასოციაციის თანამშრომლებს;
10.4. აღმასრულებელ დირექტორთან იდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს ასოციაციის თავმჯდომარე.
მუხლი101
ინტერესთა კონფლიქტი
1. ასოციაციის თავმჯდომარეს და აღამასრულებელ დირექტორს უფლება არა აქვთ იმავდროულად იყვნენ საჯარო ან სხვა ანაზღაურებად სამსახურში ან/და ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც ხელს უშლის მათ მიერ უფლებამოსილებათა განხორციელებას, მათ შორის ინტერესთა შეუთავსებლობის გამო.
2. ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს უფლება არა აქვს იმავდროულად იყოს ასოციაციის გამგეობის ან სხვა ისეთი ორგანოების წევრი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია ინტერესთა შეუთავსებლობის გამო.
3. ალტერნატიული ვერსიები:
ვერსია I
მე–101 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს საიას წევრი, რომელიც:
ა) არის პოლიტიკური ორგანიზაციის აღმასრულებელი ან/და სარევიზიო ორგანოს წევრი;
ბ) არის პოლიტიკური თანამდებობის პირი;“
ვერსია II
მე–101 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს საიას წევრი, რომელიც:
ა) არის პოლიტიკური ორგანიზაციის აღმასრულებელი ან/და სარევიზიო ორგანოს წევრი;
ბ) შრომით სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებს საიასთან.“
ვერსია III
მე–101 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს საიას წევრი, რომელიც არის პოლიტიკური ორგანიზაციის აღმასრულებელი ან/და სარევიზიო ორგანოს წევრი;
ამავდროულად პირვდლი და მესამე ალტერნატივის მიღების შემთხვევაში, მე–8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამგეობა
8.1. ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა 21 წევრისაგან შემდგარი ასოციაციის გამგეობა, რომლის წევრებსაც სამი წლის ვადით ირჩევს საერთო კრება. გამგეობის შემადგენლობა ყოველწლიურად განახლდება ერთი მესამედით.
8.1.1 გამგეობა ყოველწლიურად ირჩევს 7 ახალ წევრს, რომელთგან:
ა) 5 წევრი არ უნდა იმყოფებოდეს შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში საიასთან (არათანამშრომელთა კვოტა);
ბ) 2 წევრი უნდა იყოს ასოციაციის თანამშრომელი(თანამშრომელთა კვოტა).
8.1.2 პირს უწყდება გამგეობის წევრის უფლებამოსილება, თუ ის გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ ვეღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის 1.1 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
8.1.3 გამგეობის წევრად შეიძლება აირჩეს ის პირიც, რომელიც არ იმყოფება საერთო კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა გამგეობის წევრად არჩევის თაობაზე.
8.2 გამგეობის სხდომები იმართება ყოველი კენტი თვის ბოლო კვირაში. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან გამგეობის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით. გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამგეობის წევრებს და ასოციაციის ტერიტორიული და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს გამგეობის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 7 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.
8.2 1 გამგეობის სხდომა შეიძლება ჩატარდეს ან მასში გამგეობის წევრმა მონაწილეობა მიიღოს ელექტორნული საკომუნიკაციო საშუალებების (ინტერნეტი, ტელეფონი და სხვ.) გამოყენებით (ვიდეო კონფერენცია).
გამგეობის წევრს ასევე უფლება აქვს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ელექტრონული ფოსტა, ჩატი და სხვა) გამოხატოს პოზიცია განსახილველი საკითხის შესახებ და ამ სახით მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით გამგეობა უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ წესდებით გადაწყვეტილების მისაღებად გათვალისწინებული არ არის ფარული კენჭისყრის ჩატარება. 24 საათში დადასტურება.
8.3. გამგეობა:
ა) გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს; თავმჯდომარის წარდგინებით გამგეობის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს მის მოადგილეს;
ბ) იწვევს და ატარებს საერთო კრებას, კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ორი კვირით ადრე მაინც აცნობებს ასოციაციის წევრებს;
გ) ასოციაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს საერთო კრებისათვის წარსადგენად აქვეყნებს კრებამდე ერთი თვით ადრე;
დ) იძლევა თანხმობას აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნაზე;
ე) ფარული კენჭისყრით წყვეტს ასოციაციის წევრად მიღების საკითხებს;
ვ) სარეკომენდაციო წერილით მიმართავს ასოციაციის იმ წევრს, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან რომელიც უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
ზ) ადგენს წევრობის მსურველებთან და წევრებთან ურთიერთობის წესს;
თ) შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს;
ი) ამტკიცებს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს საერთო კრებისათვის წარსადგენად;
კ) ამტკიცებს ასოციაციის სტრატეგიული განვითარების გეგმასა და საბიუჯეტო პარამეტრებს;
ლ) წყვეტს ასოციაციის რეგისტრირებულ ორგანიზაციებში წევრობისა და იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობის საკითხს;
მ) ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის შესახებ დებულებას;
ნ) ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ნ)1საჭიროების შემთხვევაში, გამგეობის სხდომებზე იწვევს და ისმენს ასოციაციის ნებისმიერი თანამშრომლის, პროგრამების / პროექტების ხელმძღვანელების, ასოციაციის მიერ დაუფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების, ასოციაციის ფილიალებისა და წარმომადგენლოებების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ანგარიშებს;
ო) ადგენს ასოციაციის თანამშრომელთა სახელფასო ბადეს;
პ) თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
ჟ) ირჩევს ასოციაციის ბეჭდვითი ორგანოს სარედაქციო საბჭოს;
რ) თავმჯდომარის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის რეგიონული ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს და ხელმძღვანელებს;
ს) ფარული კენჭისყრით წევრთა უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენებს ასოციაციის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და აღმასრულებელ დირექტორს;
ტ) აფუძნებს ასოციაციის საწარმოებს და ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;
უ) წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და სხვა მმართველი ორგანოების კომპეტენციას.
8.31. გამგეობის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყვედება:
ა) საია–ს წევრობის შეწყვეტისას;
ბ) გამგეობის სხდომებში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 4 თვის მანძილზე მონაწილეობის მიუღებლობისას;
გ) წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
8.4 გამგეობის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობის წევრი ხდება ის პირი, რომელმაც შესაბამისი კვოტიდან დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ გამგეობის წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა უკანასკნელ საერთო კრებაზე. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან გამგეობის წევრი შეირჩევა გამგეობის მიერ ჩატარებული წილისყრით. ახლად არჩეული გამგეობის წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული გამგეობის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.“
მუხლი 11
(ამოღებულია)
მუხლი 12
მრჩეველთა საბჭო
12.1. ასოციაციის საკონსულტაციო ორგანოა გამგეობის მიერ შექმნილი ასოციაციის მრჩეველთა საბჭო.
2. გამგეობა მრჩეველთა საბჭოს ირჩევს ფარული კენჭისყრით საერთო კრების ჩატარებიდან არაუგვიანეს სამი თვისა.
3. საბჭოს წევრის დასახელების უფლება აქვს გამგეობის წევრს, აგრეთვე საიას ნებისმეირ წევრს, გამგეობისთვის წერილობითი მიმართვის ფორმით.
4. პირის საბჭოს წევრად არჩევამდე აუცილებელია მისი თანხმობა;
საბჭოს წევრი აირჩევა ერთი წლის ვადით.
5. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გამგეობა. მრჩეველთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს.
6. მრჩეველთა საბჭოს სხდომები მოიწვევა დებულებით განსაზღვრულ ვადებში და წესით ასოციაციის თავმჯდომარის, გამგეობის, ან საბჭოს ინიციატივით.
მუხლი 13
ასოციაციის ქონება
13.1. ასოციაციის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.
13.2. ასოციაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.
მუხლი 14
ასოციაციის საქმიანობის შე
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge