იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.
თანაშემწეთა მოვალეობაში შედის:
1. იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა- პასუხების დაფიქსირება;
2. სარჩელების, განცხადებებისa და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
3. საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
4. ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება და სხვა მოვალეობათა შესრულება;
საბუთების მიღების ვადაა 2012 წლის 15 მაისიდან 04 ივნისის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. პირველი ეტაპი - წერითი გამოცდა.
(თქვენ დაგევალებათ თითო კაზუსის ამოხსნა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლიდან. წერითი გამოცდა ჩატარდება 2012 წლის 07 ივნისს 12 საათზე საიას სემინარების დარბაზში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე. კოდექსები იქონიეთ).
2. მეორე ეტაპი - გასაუბრება.
წერითი გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში დაბარებული იქნებით გასაუბრებაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ცისანა ქადაგიშვილი.
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. #15
ტელ: 2-99 50 76; 2-93 61 01
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge