ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში საიამ საზოგადოებას ტრადიციულად წარუდგინა 10 დეკემბრის ანგარიშები.
ინფორმაციის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, ის არის ხელისუფლების კონტროლის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ინფორმირებული მონაწილეობის ერთი-ერთი ძირითადი კანონიერი საფუძველი. მისი დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს, საჯარო დაწესებულებების ვალდებულება, მათ დაწესებულებაში, ამ უფლებასთან დაკავშირებით წლის განმავლობაში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ანგარიშების წარდგენა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის. ინფორმაციის თავისუფლების შესრულების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ხაზგასმათ უნდა იქნეს მიჩნეული ის გარემოება, რომ მის შესრულებაზე საჯარო დაწესებულებები ანგარიშვალდებული არიან, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მუდმივად აკვირდება და სწავლობს კანონის 49-ე მუხლის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობას. 2010 წელს გამოიცა ,,10 დეკემბრის ანგარიშების’’ მონიტორინგის შედეგების ამსახველი ანგარიში, რომელიც მოიცავდა 2000 წლიდან 2009 წლამდე წარდგენილ ანგარიშებს.
დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს 2010 წელს არსებული მდგომარეობის ამსახველ ანგარიშს, რომელმაც აჩვენა, რომ ზაკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს საჯარო დაწესებულებები ტრადიციულად ხარვეზებით ასრულებენ. გამოიკვეთა 4 ძირითადი პრობლემა:
• საჯარო დაწესებულებების ნაწილი საერთოდ არ ასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას და არ აგზავნის ანგარიშს;
• საჯარო დაწესებულებების ნაწილი ანგარიშს მხოლოდ პრეზიდენტს ან მხოლოდ პარლამენტს უგზავნის;
• საჯარო დაწესებულებების უმრავლესობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასრულყოფილია, ხოლო ერთი დიდი ნაწილი (განსაკუთრებით საჯარო სკოლები) საერთოდ ვერ პასუხობს ზაკ-ის მოთხოვნებს;
• ანგარიშის წარდგენას ფორმალური სახე აქვს არ ხდება მისი შესწავლა და რეკომენდაციების მიწოდება დასახვეწად.
საია ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის მიზნით სრულად ავრცელებს აღნიშნულ ანგარიშს, ასევე უახლოეს დღეებში გეგმავს სამუშაო შეხვედრის ორგანიზებას საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებთან წარმოდგენილი რეკომენდაციებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებების გაზიარების მიზნით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge