საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს მსჯავრდებულ იოსებ წიკლაურის ინტერესებს, რომელიც ამჟამად სასჯელს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დეწესებულებაში იხდის. ამჟამად, ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ის გადაყვანილია ქ. თბილისის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნულ ცენტრში.
იოსებ წიკლაურის ჯამრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია სამედიცინო მკურნალობის დროული კურსის ჩატარება. სწორედ ამ მიზნით მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით, დანიშნეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა 2011 წლის 28 ივნისს ჩატარდა. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ, სასამართლო სამედიცინო ექპერტის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა, რომელიც გადაიგზავნა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში თუმცა, მსჯავრდებულის ოჯახს დღემდე არ ჩაბარებია. სასამართლოს ექსპერტიზის შედეგების დროულად მიღება მსჯავდრებულისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნულის შედეგად შესაძლოა გამოიკვეთოს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია.
მიუხედავად ჩვენი და წიკლაურის ოჯახის წევრების მხრიდან არაერთი მიმართვისა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო უკვე ერთ თვეზე მეტია რეაგირების გარეშე ტოვებს ყველა მოთხოვნას, რითიც არღვევს სახელშეკრულებო ურთიერთობით ნაკისრი ვალდებულებას. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გადაცემის დაყოვნება ხელს შეუშლის მსჯავრდებულს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზებაში იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება რომ არსებული სამედიცინო დასკვნა მსჯავრდებულის სასაჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
მივმართავთ ლევან სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს და მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადასცეს იოსებ წიკლაურის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებსჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge