29 ივლისს 19:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ინიციატივით, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი სახელმწიფო დავალიანება“. დისკუსიის მსვლელობისას სამუშაო ფორმატში განხილულ იქნა სახელმწიფოს მიერ კოოპერატიული ბინათმშენებლების მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურების მექანიზმები, მათ შემუშავებასა და ეფექტურ იმპლემენტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები. აღნიშნული განხილვის მიზანი იყო, ხელი შეეწყო ეფექტური გზების მონახვისთვის იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც დღის წესრიგში დადგა ჯერ კიდევ 1998 წელს, როდესაც სახელმწიფომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი დავალიანება აღიარა სახელმწიფო საშინაო ვალად. დღესდღეობით აღნიშნული დავალიანების გასტუმრება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის #835 განკარგულების საფუძველზე ევალება თბილისის მერიას, თუმცა ამ დრომდე საქართველოს 4000-მდე მოქალაქე ამაოდ ელოდება საკუთარი უფლების დაკმაყოფილებას. პრობლემის შესახებ მოხსენება გააკეთეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა: იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ და სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტმა თამთა მიქელაძემ.
დისკუსიაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე - ექსპერტები. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ დაზარალებული მხარის წარმომადგენლები. ხელისუფლების წარმომადგენლები დისკუსიას არ დასწრებიან.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge