საიასთან არსებული „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი“ ეხმიანება 2011 წლის 21 დეკემბერს ბადრი ნანეტაშვილსა და ნათია კუპრაშვილს შორის მოხდარ ინცინდენტს

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი შსს-ს მოუწოდებს, გაასაჯაროოს ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელ ბადრი ნანეტაშვილსა და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორს, ნათია კუპრაშვილს შორის მომხდარი ინცინდენტის ამსახველი ვიდეოთვალის ჩანაწერი.

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მიიჩნევს, რომ 2011 წლის 21 დეკემბერს მომხდარი ფაქტი სათანადოდ და ობიექტურად უნდა იქნეს გამოკვლეული საგამოძიებო ორგანოების მიერ, ვინაიდან მასობრივი ინფორმაციის საშულებებით გავრცელებული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები საზოგადოებას ვერ შეუქმნის ზუსტ და ნათელ სურათს აღნიშნული ინცინდეტის შესახებ.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოების როლი და მათი მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა თითოეულ მოქალაქეს მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია კონფლიქტთან დაკავშირებით.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge