საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე, რომელიც გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში 9 ივნისს, 19:00-ზე. დისკუსიის თემაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში, კერძოდ საუბარი შეეხება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის წარმოშობას, მის დადებით და უარყოფით მხარეებს. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და დამოუკიდებელი ექსპერტები. დისკუსია გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, კახიძის ქ. #15 (ყოფილი კრილოვი) დასწრება თავისუფალია.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge