2011 წლის 9 სექტემბერს, 16:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქცია/მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობამდე გამართა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული სასამართლო-საექსპერტო ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა, ორგანიზაცია იქცა ხელისუფლებისა და მედიის ნაწილის თავდასხმის ობიექტად.
სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არსებულ ლეგიტუმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, რამდენიმე დღეა საიას წინააღმდეგ მიმართული, ჟურნალისტიკის სტანდარტებისა და ეთიკის ნორმებს მიღმა მომზადებული სიუჟეტები ვრცელდება, რომლებიც ორგანიზაციაზე თავდასხმას უფრო წარმოადგენს ვიდრე დისკუსიას საქმის გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით.
აქციის ძირითადი მესიჯები, რაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხელისუფლებას მოუწოდა იყო: განახლდეს გამოძიება! გასაჯაროვდეს მტკიცებულებები! პასუხი გაეცეს კითხვებს! პატივი სცენ სამოქალაქო პოზიციას და გაეცნონ ექსპერტიზის დასკვნას!
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge