დღეს, 25 ივლისს, დასრულდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასამართლო პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინააღმდეგ. სასამართლო პროცესი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოიგო. დავის საგანს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა წარმოადგენდა.
საიამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2006 წლის 9 თებერვალს მიმართა, სასამართლოში სარჩელი კი ამავე წლის 21 მარტს შეიტანა. საერთო სასამართლეობის დეპარტამენტმა კანონმდებლობის სრული დარღვევით, 2006 წლის 15 მაისს მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია. შესაბამისად, სასამართლო განხილვების დროს დავის საგანი უკვე აღარ არსებობდა.
საიამ არ თქვა სარჩელზე უარი და მოპასუხე იძულებული გახდა თავად ეღიარებინა სარჩელი.
აღნიშნული სასამართლო პროცესით საიამ მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტი დაამკვიდრა. დღემდე, აბსოლუტურად ყველა სასამართლო დავაში, რომელშიც მოპასუხე სასამართლო განხილვამდე დააკმაყოფილებდა მოთხოვნას (ანუ გასცემდა საჯარო ინფორმაციას) მოსარჩელე უარს ამბობდა სარჩელზე, შესაბამისად, იხდიდა სახელმწიფო ბაჟს და საქმის წარმოება კი წყდებოდა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge