საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერია 26 მაისი აქციის დაშლასთან დაკავშირებული ანგარიშის პრეზენტაციით დაასრულა.
„ანგარიში 26 მაისი - აქციის დაშლის დროს და მასთან კავშირში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ანალიზი“ მოიცავს 26 მაისს აქციის დაშლის დროს და შემდგომ დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ უფლებათა დარღვევის ფაქტების, ასევე 26 მაისამდე მიმდინარე აქციებთან კავშირში მყოფი პირების მასობრივი დაკავებების პრაქტიკის ანალიზს. მათ შორის, ანგარიშში შეფასებულია შემდეგი საკითხები:
- აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტება;
- აქციის დაშლის მოვლენებთან კავშირში დაფიქსირებული სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები;
- აქციის დაშლის დროს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა;
- დაკავებული აქციის მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობა.
ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სადავოა გამოძიების ეფექტურობისა და დამოუკიდებლობის საკითხი.
გამოვლენილი დარღვევების ხარისხისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ არასათანადო და არაეფექტური რეაგირება მოახდინა სამართალდამცავი პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე.
საია მოუწოდებს ხელისუფლებას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება ანგარიშში წარმოდგენილ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს იმ თანამდებობის პირებს, რომლებმაც დაგეგმეს აქციის დაშლის ოპერაცია და ხელმძღვანელობდნენ მის განხორციელებას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge