საია სასამართლოს სასტუმრო „აფხაზეთიდან“ დევნილების სავარაუდო გამოსახლების პროცესის შესახებ მიმართავს

2011 წლის 10 აგვისტოს 10:30 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლების თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

2011 წლის 05 აგვისტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ . თბილისში, სასტუმრო ,,აფხაზეთიდან“ მცხოვრებ დევნილებს ინდივიდუალური შეტყობინებები გადასცა, რომლის თანახმადაც, სასატუმროდან დევნილების გამოსახლება, სავარაუდოდ, 15 აგვისტოს განხორციელდება.

საყურადღებოა, რომ აღნიშნულ შენობას აქვს კომპაქტური განსახლების ობიექტის სტატუსი, სადაც 1991 წლიდან ცხოვრობენ და რეგისტრირებულნი არიან იძულებით გადაადგილებული პირები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის #747- ბრძანების შესაბამისად, დევნილის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (რომელიც მართლზომიერი მფლობელობას ადასტურებს), პოლიცია ვალდებულია, შეწყვიტოს კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსგავს შემთხვევაში ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ~ საქართველოს კანონი საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კატეგორიულად კრძალავს დევნილთა გამოსახლებას. ამასთან, კანონის თანახმად, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს. იმ პირობებში, როდესაც სამინისტროს მიერ ინდივიდუალურ შეტყობინებებში მოცემული შეთავაზება სასტუმრო ,,აფხაზეთში~ მცხოვრები დევნილებისათვის მიუღებელია, ხოლო არსებული დავა სასამართლო განხილვის საგანი არ გამხდარა, საია თვლის, რომ პოლიცია არ არის უფლებამოსილი განახორციელოს დევნილთა გამოსახლება.

საია- დახმარებით დევნილებმა 09 აგვისტოს მიმართეს სასამართლოს დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნით, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აეკრძალება დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე მათი გამოსახლება (ამ დროისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია).

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონის შესაბამისად, და შეწყვიტოს სასტუმრო ,,აფხაზეთიდან~ დევნილთა გამოსახლებასთან დაკავშირებული პროცედურები, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს - დაიცვას დევნილთა ინტერესები და არ გასცეს თანხმობა მათი გამოსახლების თაობაზე იმ დრომდე, სანამ ნებაყოფლობითი შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge