საია საგადასახდო ორგანოებს მოუწოდებს არ შეაფერხონ ”მედიაპალიტრის” ჰოლდინგში შემავალი სუბიექტების საქმიანობა

2011 წლის 7 ივნისს საქართველოს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა წინასაწრი შეტყობინების გარეშე დაიწყეს ”მედიაპალიტრაში” შემავალი ექვსი შპს-ს საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული განიმარტა იმით, რომ ისინი ახორციელებენ მიმდინარე კონტროლს, რასაც კანონის თანახმად არ სჭირდება წინასწარი ათდღიანი შეტყობინება.
თუმცა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შემოწმება არ შემოიფარგლება მხოლოდ ინვენტარიზაციით, როგორც ეს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში აღინიშნა. ”მედიაპალიტის”-თვის გადაცემული საგადასახადო შეტყობინებიდან ნათლად ჩანს, რომ 10 დღეში დაიწყება სრული გასვლითი საგადასახადო  შემოწმება.  
მნიშვნელოვანია, რომ ”მედიაპალიტრა” აქტიურად აშუქებდა 26 მაისის ღამეს მომხდარ მოვლენებს და მისი სამი ჟურნალისტის მიმართ ადგილი ჰქონდა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და სხვა დანაშაულის ნიშნებს. ნიშანდობლივია, რომ საგადასახდო შემოწმების დაწყება,  სწორედ აღნიშნულ კომპანიებში და სწორედ ამ მოცემულობაში, საზოგადოების მიერ აღქმულ იქნა, როგორც მედიის მიმართ განხორციელებული ზეწოლის მცდელობის კიდევ ერთი გამოვლინება.
მოვუწოდებთ საგადასახადო ორგანოებს, აღნიშნული კომპანიების შემოწმების პროცესი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი და გამჭვირვალე, ამასთან აუცილებელია ხელი არ შეეშალოს მათ ყოველდღიურ საქმიანობას.  
ასევე, მივმართავთ საგადასახადო ომბუდსმენს ზედამახევდელობა გაუწიოს აღნიშნულ პროცესს და უზრუნველყოს ამ კომპანიების უფლებების დაცვა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge