საია ეძებს იურისტს თურქული, ბერძნული და იტალიური კანონმდებლობის მიხედვით სამართლებრივი გზამკვლევის შესაქმნელად

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეძებს 3 ქართულენოვან იურისტს, რომელსაც შეუძლია შეიმუშაოს სამართლებრივი გზამკვლევი თურქეთში, იტალიასა და საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის:

 

თითოეული იურისტი შეიმუშავებს ქართულ ან ინგლისურ ენაზე პრაქტიკულ სახელმძღვანელოს იურიდიულ საკითხებზე (შესაბამისი ქვეყნის მიხედვით), რომელიც უნდა შედგებოდეს შემდეგი სავარაუდო საკითხებისაგან (საკითხების შინაარსი დაზუსტდება):

 

1. როგორ შეიძლება მოიპოვოს იმიგრანტმა მიმღებ ქვეყანაში ცხოვრების უფლება - ვიზა, ბინადრობა, მოქალაქეობა (რა საბუთები უნდა წარადგინოს, რა პროცედურის მეშვეობით, სად, რა საფასური არსებობს ამისთვის). აქვე უნდა განიმარტოს, თუ რა გამოსავალი არსებობს არალეგალურად/უდოკუმენტოდ მცხოვრები მიგრანტებისთვის და მითითებული პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ შეიძლება მათი სამართლებრივი მდგოარეობის გაუმჯობესება.

 

2. როგორ შეიძლება მოიპოვოს იმიგრანტმა მიმღებ ქვეყანაში მუშაობის უფლება (რა საბუთები უნდა წარადგინოს, რა პროცედურის მეშვეობით, სად, რა საფასური არსებობს ამისთვის). აქვე უნდა განიმარტოს, თუ რა გამოსავალი არსებობს არელგალურად/უდოკუმენტოდ მომუშავე მიგრანტებისთვის და მითითებული პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ შეიძლება მათი სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

3. თუ როგორ შეუძლია დასაქმებულ იმიგრანტს დაიცვას თავი დამსაქმებელთან ურთიერთობაში, დასაქმების ყველა ეტაპზე (მუშაობის დაწყებისას, მუშაობის პროცესში, მუშაობის დასრულებისას - ანაზღაურების მისაღებად). განსაკურებული ყურადღება უნდა გამახვილდეს თუ რა უფლებები აქვთ იმიგრანტებს მიმღები ქვეყნის კანონმდებლობით და რა გზებით შეიძლება მათი დაცვა.

 

4. თუ როგორ შეუძლია იმიგრანტს მიიღოს წვდომა ჯანდაცვის (მათ შორის უფასო) სერვისებზე და რა პროცედურები უნდა გაიაროს მან ამისთვის, ვის უნდა მიმართოს, რა უფლებები გააჩნია მას ჯანდაცვის კუთხით, და ა.შ.

 

5. თუ რა სამართლებრივი გარემო არსებობს მიმღებ ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის (რა უნდა იცოდეს მცირე ბიზნესის დაარსების მსურველმა გადასახადების, რეგისტრაციისა და სხვა ბიზნესთან დაკავშირებულ სამართლებრივ და პრაქტიკულ საკითხებზე).

 

6. განათლების თვალსაზრისით, რა შესაძლებლობები აქვთ იმიგრანტებს მიმღებ ქვეყანაში, რომ გააძლიერონ საკუთარი პროფესიული უნარ-ჩვევები სხვადასხვა დარგში (სად მოიპოვონ ინფორმაცია, ვის მიმართონ, როგორ მიიღონ წვდომა უფასო ან დაბალფასიან/შეღავათიან საგანმანათლებლო/პროფესიულ სასწავლო პროგრამებზე).

 

7. როგორ შეიძლება არასამთავრობო/დიასპორული ორგანიზაციის დარეგისტრირება მიმღებ ქვეყანაში და რა უნდა იცოდნენ იმიგრანტებმა საკუთარი დიასპორული ორგანიზაციის შესაქმნელად (საგადასახადო, საანგარიშგებო, სადამფუძნებლო და სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები).

 

8. შესაბამის ქვეყანაში მცხოვრები მიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.

 

თითოეული ქვეყნის მიხედვით აღნიშნული სამართლებრივი კრებულის შესადგენად, შესაბამისი იურისტის ჰონორარი განისაზღრება 800 ევროთი (რასაც გამოაკლდება შესაბამისი ქვეყნის გადასახადები).

 

მსურველებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV, ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი და არსებობის შემთხვევაში, წარსული ნამუშევრები. ასევე, გთხოვთ, მიუთითოთ 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია და ვინაობა. მითითებული დოკუმენტები გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: macharashvili@gyla.ge

განცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 18 აპრილი. 

 

სამიდან თითოეული კრებულის ტექნიკური მაჩვენებლებია:

 

კრებულის ჩაბარების საბოლოო ვადაა 26 მაისი, 2017 წელი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: macharashvili@gyla.ge


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge