საია აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად წინამდებარე სპეციალური მოთხოვნების შესაბამისად:
შესყიდვის ობიექტი - კომპიუტერული ტექნიკა: 10 ცალი პორტატული კომპიუტერი (ნოუთბუქი), 3 ცალი ნეთბუქი, 8 ცალი Desktop კომპიუტერი (მხოლოდ ქეისი), 23 – UPS და 12 ცალი WiFi, თანდართული დეტალური სპეციფიკაციის შესაბამისად).
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები - ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში.
საქონლის მიწოდების ადგილი - ქ. თბილისი, ჯ. კახიძის ქ. №15 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
წინასწარი გადახდის მექანიზმი არ გამოიყენება;
შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, ხარჯები რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას დღგ-ს ჩათვლით და დღგ-ს გარეშე.
პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) ინფორმაციას კომპანიის რეკვიზიტების შესახებ (ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ხელმძღვანელ(ებ)ის სახელი და გვარი);
ბ) მისაწოდებელი საქონლის ფასები დანართის შესაბამისად;
გ) მისაწოდებელი საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრული აღწერილობა;
დ)ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის საგარანტიო ვადების და პირობების შესახებ;
ე) ანგარიშსწორების პირობები;
ვ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი მწარმოებლის (IშO) სერტიფიკატი;
დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ფასი შემოგვთავაზოს ცხრილში მოცემულ რომელიმე კონკრეტულ მოდელზე.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ მოთხოვნილი დოკუმენტები ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე ისვანიდზე@გყლა.გე, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 9 აგვისტო.
საკონაქტო პირი - ირაკლი სვანიძე (995 32) 2936101 / 2952553 შიდა (152)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თბილისი. ჯ.კახიძის ქ. #15 0102
ტელ.: (995 32) 2936101 / 2952553
ფაქსი: (995 32) 2923211
Email: isvanidze@gyla.ge
Web: www.gyla.ge
სატენდერო პროდუქციის დეტალური სპეციფიკაცია
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge