საია აცხადებს სტაჟირებას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში

სტაჟიორები  შეირჩევა მართლმსაჯულებისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით. სტაჟირება გრძელდება 6 თვის მანძილზე და დასრულების შემდგომ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

საჯარო პოლიტიკის მიმართულებით შეირჩევა ერთი სტაჟიორი:

ძირითადი ვალდებულებები:

- სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის პროაქტიული მონიტორინგი

- საჯარო პოლიტიკის სფეროში ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა; 

- საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და მიღებული ინფორმაციის დამუშავება;

- სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სამართლის ან პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით;

- სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საქმიანობის მიმართ მაღალი ინტერესი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

მართლმსაჯულების მიმართულებით  მიმართულებით შეირჩევა ერთი სტაჟიორი:

ძირითადი ვალდებულებები:

- მართლმსაჯულების ინსტიტუტების მონიტორინგში მონაწილეობა;

- მართლმსაჯულების სფეროში ანალიტიკური დოკუმენტებისა და განცხადებების შემუშავებაში  მონაწილეობა;

- ანალიტიკოსის მითითების შესაბამისად საერთაშორისო  პრაქტიკის მოძიება და ანალიზი;

- საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და მიღებული ინფორმაციის დამუშავება

- სხვადასხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობა. 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

- იურიდიული განათლება (უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსისი სტუდენტი) 

- მართლმსაჯულების სისტემის მიმართ მაღალი ინტერესი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

 

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

- სამოტივაციო წერილი;

- რეზიუმე (CV).

კონკურსის ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

- საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება.

- დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაცია:

- სტაჟირება არაანაზღაურებადია;

- სტაჟირება არ ითვალისწინებს მუდმივად ოფისში ყოფნას და სრული განაკვეთით მუშაობას;

დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულ მისამართზე info@gyla.ge, 2022 წლის 1 მაისის დღის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს CV და სამოტივაციო წერილი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე - lchkhetiani@gyla.ge.

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას Subject-ში მიუთითოთ  პოზიციის დასახელება. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge