ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მორიგი წარმატებული საქმე

2012 წლის 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე ,,აისეკ - საქართველო’’ ჟურნალ ,,ლიბერალის’’ წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა. ჟურნალ ლიბერალს სასამართლოში საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი წარმოადგენდა.

საქმე ეხებოდა ჟურნალ ლიბერალის 28 მარტი - 3 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ,,ბუნდოვანი გარიგების მსხვერპლნი’’. რომელიც აისეკ საქართველოსა და უცხოეთში სასწავლებლად წასვლის მსურველ სტუდენტებს შორის წარმოშობილ სახელშეკრულებო გაუგებრობებს ეხებოდა.

აისეკ-საქართველო თვლიდა, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები წარმოადგენს ცილისწამებას და ზიანის ანაზღაურების მიზნით 20 000 ლარსა და ჟურნალ ლიბერალის მიერ სტატიაში გამოქვეყნებული ცნობების უარყოფას ითხოვდა.

საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე მხარის პოზიცია არ გაიზიარა და სარჩელი არცერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა. საია-ს მიერ სასამართლოსთან კომუნიკაციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელემ საქალაქო გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა და იგი კანონიერ ძალაში შევიდა.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge