საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპის კავშირის მხარდაჭერით ახორციელებს "საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს ხელშეწყობის” პროექტს, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს სატელევიზიო სოციალური სარეკლამო რგოლების სცენარებზე შემდეგ თემებზე:
1. უდანაშაულობის პრეზუმფცია;
კლიპის მიზანია, შეახსენოს საზოგადოებას – მოსახლეობას, ჟურნალისტებს და პოლიციის თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი პირი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მის მიმართ კანონიერ ძალაში არ არის შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. დაუშვებელია პირის დამნაშავედ გამოცხადება, მისი გამოსახულების (ფოტო, ვიდეო მასალა) გავრცელება, სანამ არ შესრულდება კანონის ეს მოთხოვნა.
2. სიცოცხლის უფლება – სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტება;
საქართველოში არ მოქმედებს სასჯელი - სიკვდილით დასჯა. ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებული ადგილზე "ლიკვიდაციის” ფაქტები ძალის აშკარა გადამეტება და სიცოცხლის უფლების უხეში დაღღვევაა. კლიპის მიზანია, როგორც პოლიციის თანამშრომლებს, ისე მოსახლეობას შეახსენოს, რომ ე.წ. "ადგილზე ლიკვიდაციები" კანონსაწინააღმდეგო ქმედება და დანაშაულის წახალისებაა.
3. არასრულწლოვნების უფლებები დაკავებისას.
18 წლამდე ასაკის პირები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, მათი დაკითხვა პედაგოგის ან მშობლის და დამცველის მონაწილეობის გარეშე დაუშვებელია. 14 წლამდე პირების დაკავება საერთოდ დაუშვებელია. ეს კლიპი გათვლილია არასრულწლოვნებზე, მათ მშობლებზე, პედაგოგებზე და პოლიციის თანამშრომლებზე.
ყველა თემასთან დაკავშირებით გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კლიპები ნაჩვენები იქნება მთელი ქვეყნის მაშტაბით. ძირითადი პრინციპები უნდა იყოს მაქსიმალურად გასაგები მოსახლეობისთვის და ეფექტური სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით.
(თითოეულ თემასთან დაკავშირებით დამატებით იხილეთ დანართი)
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, რომელიც გამოგვიგზავნის სცენარებს. განიხილება აგრეთვე სცენართან ერთად წარმოდგენილი კლიპის გადაღების წინადადებები.
სცენარების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2006 წლის 1 აგვისტო, 18.00 საათი.
გამარჯვებული სცენარის ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიებით. თითოეული გამარჯვებული სცენარისთვის ავტორი (ან ავტორთა ჯგუფი) მიიღებს 200 ევროს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ტელეფონებზე: 93 61 01 ან 95 23 53
საკონტაქტო პირი ლალი ჩხეტია chkhetia@gyla.ge
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge