საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს კვლევის მომზადების თაობაზე. საკვლევ საგანს წარმოადგენს: საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების წესი ევროკავშირის ქვეყნებში.
კვლევაში განხილული უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში არსებული რეგულაციები. მათ შორის, მინიმუმ 5 ქვეყნის:
- კანონმდებლობის მიმოხილვა;
- ევროკავშირის შესაბამის დირექტივა/ დირექტივები
- შესყიდვის წესი;
- შესყიდვის ობიექტთა ნუსხა;
- საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი;
- კორუფციის პრევენციის მექანიზმები საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების პროცესში;
- კონტროლის მექანიზმი;
- არსებული პრაქტიკა, განსაიდუმლოებული ხელშეკრულებების ზოგადი მიმოხილვა.
კვლევისთვის დადგენილი ძირითადი სტანდარტები:
პირობები:
- კვლევის მომზადებისთვის შეირჩევა ერთი პირი, რომელიც კვლევას მოამზადებს 2016 წლის 10 ოქტომბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით;
- ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით მკვლევარმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და კვლევის მიმდინარეობის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
- კვლევის მომზადებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურება შეადგენს 3600 ლარს (დასაბეგრი);
- დაინტერესებულმა პირებმა 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
- CV;
- კვლევის განხორციელების მეთოდოლოგია,
- განხორციელებული/მომზადებული კვლევების ჩამონათვალი შესაბამისი ლინკებით, ან PDF ვერსიები
განაცხადი უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე - s.saladze@gyla.ge
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge