როგორც ცნობილია, 14 ივნისს შედგა შეხვედრა კამპანიის - „ეს შენ გეხება“ - მონაწილე რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა კამპანიის მიერ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტში შეტანილი ალტერნატიული საკანონმდებლო წინადადებების იმ უმნიშვნელოვანესი პრინციპების გათვალისწინებაზე, რომელიც საქართველოში ე.წ.Must Carry-ისა და Must Offer-ის რეგულაციების დანერგვას გულისხმობს. აღნიშნული გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა საქართველოში პლურალისტური მედია გარემოს ჩამოყალიბებაზე და საკუთარ მოსახლეობას შეუზღუდა მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების საშუალება.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს როგორც მედია, ისე - წინასაარჩევნო გარემოზე და შექმნის მკვეთრად არათანაბარ პირობებს ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის. როგორც მრავალჯერ აღგვინიშნავს, არსებული მედია გარემოს პირობებში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდება.
მოვუწოდებთ მმართველ გუნდს, კიდევ ერთხელ გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით.
კამპანია „ეს შენ გეხება“ იწყებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო ინიციატივად იქცეს.
მივმართავთ თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა, მხარი დაუჭიროს ჩვენს ინიციატივას. მოითხოვოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, რაც ყველა ჩვენთაგანისთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ინფორმირებული არჩევნის გაკეთების საშუალებას მოგვცემს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge