ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მუშაობა დაასრულა პროექტზე "საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კანონთან მიმართებაში".

პროექტი ხორციელდებოდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის  (ეუთოს) ფინანსური მზარდაჭერით 9 თვის განმავლობაში. მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

პროექტის მიზანი გახლდათ "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოქმედ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებათა პაკეტის მომზადება. ეს ცვლილებები მიმართული იყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების შექმნა-დანერგვასა და პრაქტიკაში რეალიზებისაკენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განხილულ იქნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრებსა და გასვლით სამუშაო შეხვედრებზე. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს პარლამენტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და OSCE-სა და ODHIR-ის საერთაშორისო ექსპერტი მარტა აშლერ შეზლერბაუმი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლავ აგრძელებს მუშაობას ტრეფიკინგის თემაზე და ახორციელებს პროექტს “არა! - ადამიანებით ტრეფიკინგს!”

დანართის სახით იხილავთ პროექტის  ფარგლებში მომზადებულ საკანანმდებლო ცვლილებათა პაკეტის  საბოლოო და ალტერნატიულ ვერსიებს.

 

ალტერნატიული ვერსია
საბოლოო ვერსია

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge