აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ 2011 წლის 15 სექტემბრის საღამოს ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ‘’ჰერკულისის’’ გაფიცული და მოშიმშილე პროფკავშირის წევრების უკანონო დარბევისა და დაკავების ფაქტების გამო.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრის, გაერთიანებული პროფკავშირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმო ‘’ჰერკულესის’’ მუშებმა გამოიყენეს საქართველოს კონსტიტუციის 33-მუხლით გარანტირებული გაფიცვის უფლება ქარხანაში არსებული გაუსაძლისი შრომითი პირობებისა გაუმჯობესებისა და პროფკავშირული საქმიანობის გამო უკანონოდ განთავისუფლებული 17 კოლეგის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით. სრულმასშტაბიან გაფიცვას, რომელიც დაიწყო 13 სექტემბერს წინ უძღოდა 2 სექტემბრის გამაფრთხილებელი გაფიცვა.
საგაფიცვო პროცედურები განხორცილებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მიღებული გაფიცვის დაშლის გადაწყვეტილება კანონიერ საფუძველს იყო მოკლებული.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები გმობენ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორცილებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და მიაჩნიათ, რომ ხელყოფილ იქნა გაფიცვის, გაერთიანების თავისუფლების, კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, შეკრების, შრომის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები. აღნიშნული ქმედება ასევე შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად დანაშაულთა ნიშნებს, როგორიცაა გაფიცვის უფლების ხელყოფა, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფა, პროფკავშირული კუთვნილების გამო დევნა და დისკრიმინაცია.
შესაბამისად, მოვუწოდებთ:
საქართველოს ხელისუფლებას არ დაუშვას დამოუკიდებელი ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული ფაქტების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება კანონდამრღვევი პირების მიმართ ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით;
საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ირგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ ზემოაღნიშნული ფაქტებით და შესაბამისი შეფასება მისცენ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. ასოციაცია ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის;
2. ახალგაზრდული ალტერნატივა;
3. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “სამოქალაქო განვითარებისათვის”
4. მწვანე ალტერნატივა;
5. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველო;
6. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
7. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი;
8. ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია “დეა”;
9. კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge