2011 წლის 3 ოქტომბერს #17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის საჩივარი განიხილა. საჩივარი ეხებოდა #16 საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ყუთის გახსნისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევას საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან.
დამრღვევი კომისიის წევრების მიმართ მოთხოვნილ იქნა პასუხისმგებლობის დაკისრება საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” შესაბამისად.
#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ იმსჯელა რა საიას საჩივარში დაფიქსირებულ დარღვევაზე, მიიღო გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის დამრღვევი წევრების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
იხილეთ #17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება