სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს აკადემიური წერის ექსპერტის პოზიციაზე

უკან

 საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან. 

ორგანიზაციის მიზანია  საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. 

ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესებისგზით.

თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო პოლიტიკური პროცესების  ხელშემწყობი საგრანტო პროგრამ აცხადდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „თავისუფალი,სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2019-2022 წლებში“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია 2019 წლიდან ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების ადვოკატირებას და მხარდაჭერას. ამის მისაღწევად საიას ინოვაციური იარაღი პოლიტიკური თანასწორობის ინდექსია (Political Equality Index, PEI), რომლის ამოცანა სხვადასხვა, მათ შორის, დაუცველი ჯგუფების საარჩევნო-პოლიტიკური თანასწორობის ხარისხის გაზომვა იქნება. პოლიტიკური თანასწორობის ინდექსი აჩვენებს რამდენად მჭიდრო კავშირია ინსტიტუციურ ჩარჩოს, პოლიტიკურ პროგრამებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და საზოგადოების დაუცველი ჯგუფების საჭიროებებს შორის.

პროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკური თანასწორობის საკითხის კვლევისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავებას, დაუცველი ჯგუფების ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაზე წვდომის შესაძლებლობების შესწავლასა და პირველი პოლიტიკური თანასწორობის ინდექსის მომზადებას. ამ მიზნით, საია აცხადებს კონკურსს აკადემიური წერის ექსპერტის პოზიციაზე.

პროექტის ვადები:

პროექტის ფარგლებში, აკადემიური წერის სტანდარტის შესამუშავებლად განსაზღვრულია 3 თვე.

სამუშაო ფორმატი - დისტანციური. 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1.1.    უმაღლესი განათლება;

1.2.    აკადემიური და კვლევითი მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

 

უნარ-ჩვევები

-       სამუშაოს ორგანიზების უნარი;

-       მაღალი შრომის დისციპლინა;

-       შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

-       საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ეფექტურად გამოყენების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

1.     ავტობიოგრაფია/СV;

2.     მოკლე მიმოხილვა იმისა, თუ რა საკითხებს უნდა მოიცავდეს შესამუშავებელი დოკუმენტი.

კონკურსის ეტაპები

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა ან  დამატებითი გასაუბრება. 

განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 10 ივნისი.

კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოთხოვნილი ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: anitabidze@gyla.ge, 2021 წლის 10 ივნისის 18:00 საათამდე.

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

 

საიას თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური პროცესების  ხელშემწყობ საგრანტო პროგრამას აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგეტო (USAID).