სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორის პოზიციაზე ზუგდიდიში

უკან

სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის მიზანია სასამართლო პროცესებზე დასწრებითა და გამოვლენილი შემთხვევების ანალიზით, პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენა და ანალიზი. მონიტორინგის ამოცანაა მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობის შეფასება და იმ ხარვეზების გამოვლენა, რომლებიც სისხლის სამართალწარმოების დროს პროცესის მონაწილეთა, მათ შორის, საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად რეალიზებას უშლის ხელს.

მონიტორის ძირითადი ფუნქციები:

მონიტორის ძირითადი ფუნქციები:

- ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის სასამართლო პროცესებზე დასწრებით გამოავლინოს და აღრიცხოს სხდომაზე გამოკვეთილი შესაბამისი გარემოებები;

- საკუთარი ინიციატივითა და პასუხისმგებლობით, ოპერატიულად და ეფექტურად მოახდინოს საიას მონიტორინგის მიზნებისთვის მნიშვნელოვანი საქმეების, მათ შორის, მარგინალიზებულ ჯგუფებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების, იდენტიფიცირება მათზე დასწრების მიზნით;

- სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებული გარემოებების სრულყოფილი და ყოველმხრივი ანალიზის შედეგები ასახოს შესაბამის ბაზაში;

- ოპერატიულად მიაწოდოს სისხლის სამართლის ანალიტიკოსს სასამართლო პროცესზე გამოვლენილი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაცია;

- მოახდინოს სასამართლო მონიტორინგის ანგარიშების პრეზენტაცია;

- პერიოდულად მოამზადოს ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ;

- პირადად, კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და სრულყოფილად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები;

- მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე შეასრულოს სხვა მოვალეობები.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

- სისხლის სამართლის კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების, სისხლის სამართლის სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;

- ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;

- მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების ცოდნა, მათ მიმართ მაღალი მგრძნობელობა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა. 

 

უნარ-ჩვევები

- გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე;

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

-კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატულად კომუნიკაციის უნარი;

- ეფექტური პრეზენტაციის უნარი.

 

ეტაპები

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;

- მესამე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას  შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

დასაქმებულის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე  კონკურსანტის პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 8 მარტი, 18:00 საათი

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - anitabidze@gyla.ge