სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კომუნიკაციების დაგეგმარების კონსულტანტი

უკან

საია აცხადებს კონკურსს პროექტის საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის კომუნიკაციების დაგეგმარების კონსულტანტის პოზიციაზე.

 

სამუშაოს ხანგრძლივობა: 3- 4 თვე

 

ძირითადი მოვალეობები:

USAID-ისა და საიას შიდა რეგულაციების, ასევე პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების  შესაბამისად:

- პროექტის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება, ასევე მისი ეფექტურად განხორციელებისათვის შესაბამისი სახელმძღვანელოს მომზადება;

- ციფრული მედია პლატფორმების მართვისა და მონიტორინგის სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი სახელმძღვანელოს მომზადება;

- პროექტთან დაკავშირებული კამპანიების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, კონფერენციების, აქციების, ფორუმების, მრგვალი მაგიდების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების სახელმძღვანელოს მომზადება;

- პროექტის ორკვირიანი საინფორმაციო ბიულეტენის ფორმატის მომზადება.

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის/მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან/და ციფრული მედიის მიმართულებით;

- აღნიშნულ სფეროებში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

- თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა;

- ინოვაციურობა;

- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება;

- გუნდურობა;

- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა როგორც საკომუნიკაციო, ასევე წერით დონეზე;

- სასურველია შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Premiere, Illustrator. სხვა პროგრამების ფლობა ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

უნარ-ჩვევები:

- ანალიტიკური აზროვნების უნარი;

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

- მაღალი შრომის დისციპლინა;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.

 

ანაზღაურება:  

- შეთავსებით მუშაობის შემთხვევაში: ჯამურად გაწეული სამუშაოსათვის 1 400 დან 2 000 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა) ფარგლებში კანდიდატის პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით;

- სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში ჯამურად გაწეული სამუშაოსათვის 1800 დან 2500 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა) ფარგლებში კანდიდატის პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით.

 

კონკურსის ეტაპები:

- განცხადების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.

განაცხადის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის  21 მაისი;

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - 577441494;

ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge