სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში ანალიტიკოსის პოზიციაზე

უკან

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლის უზენაესობა მხარდაჭერა და სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების გზით.

ანალიტიკოსი იმუშავებს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში.

პროგრამის მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის სისტემური ცვლილების მიღწევა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სოციალური და ეკონომიკური უფლებები, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.

პოზიციის დასახელება - ანალიტიკოსი.

სამუშაო განაკვეთი - სრული (10:00-18:00 ან 09:00-17:00, მოიცავს 1-საათიან შესვენებას)

სამუშაო ადგილი - თბილისი.

გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.

ანაზღაურება განისაზღვრება 1500 – 2200 ლარის ფარგლებში, კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ორგანიზაციული ბენეფიტები:

თანამშრომლის საპენსიო შენატანის 2%-ის ანაზღაურება;

4-საათიანი სამუშაო დღე პარასკეობით;

კონკრეტულ დღეებში, შეთანხმებით, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.

ძირითადი ფუნქციები:

· სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, ასევე, სოციალური და ეკონომიკური უფლებების მიმართულებით მუშაობა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;

· ამ მიმართულებით საკანონმდებლო და პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

· საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების გაცნობა და პროგრამული მიმართულების კომპეტენციას მიკუთვნებული ინიციატივების იდენტიფიცირება;

· საჯარო განცხადებების პროექტების მომზადება;

· შეხვედრების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;

· პროგრამაში შემავალი პროექტების პერიოდული ანგარიშების და საორგანიზაციო დოკუმენტების მომზადება;

· ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო და მუდმივი კომუნიკაცია;

· სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა უფლება - მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი იურიდიული განათლება;

- პროფესიით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (წერა და მეტყველება).

უნარ-ჩვევები:

- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

- სამუშაოს ორგანიზების უნარი;

- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;

- კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი;

- სტრესულ სიტუაციებში ორგანიზებული მუშაობა.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

- რეზიუმე (CV);

- სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე შესრულებული);

- ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

- აპლიკანტის მიერ წარსულში მომზადებული წერილობითი ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც საუკეთესოდ გამოავლენს კანდიდატის უნარ-ჩვევებს (სასურველია ქართულ და ინგლისურ ენაზე);

ეტაპები:

- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

 

საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - vacancy@gyla.ge, subject: ანალიტიკოსი.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს ხელშეკრულებას გამოსაცდელი ვადით, 3 თვით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, შეფასდება გაწეული საქმიანობდა და ამის მიხედვით გაგრძელდება თანამშრომლობა.

 

ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2023 წლის 13 ნოემბერი, 23:59.

საკონტაქტო პირი ვაკანსიასთან დაკავშირებულ შინაარსობრივ საკითხებზე: თამარ ონიანი - toniani@gyla.ge