სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით გუდაურში ინფორმაციის თავისუფლების თემაზე შეხვედრა გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოში ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით 2008 წლის 18-19 ოქტომბერს დაბა გუდაურში გამართა პირველი სამუშაო შეხვედრა პრესსამსახურებისა და ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის თავისუფლების თემაზე. აღნიშნული სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო  ამ სფეროში არსებული პრობლემატური საკითხების გამოკვეთა და მსჯელობა მათი დარეგულირების საშუალებებზე. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების პრესსამსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოების, ტელევიზიების, რადიოების, გაზეთებისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლები.  შეხვედრის მონაწილეების მიერ გამოკვეთილ იქნა შემდეგი ძირითადი პრობლემები:

2008-10-19 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კომიისგან მაუწყებელთა მფლობელების საჯაროობის უზრუნველყოფას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოუწოდებს უზრუნველყოს “მაუწყებლობის შესახებ” კანონით ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობისა და მესაკუთრეთა გამჭვივარლობა.საზოგადოებისავის დღემდე უცნობია ვინ არის კონკრეტულად ტელეკომპანიების “მზე”, “რუსთავი 2” და “იმედი” მესაკუთრე და მფლობელი. მართალია, ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “მზისა” და “რუსთავი 2-ის” დამფუძნებელი არის მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული  კორპორაცია “გეომედია გრუფი”, რომელიც როგორც იურიდიული პირი 2007 წლის 10 იანვრიდან არსებობს, ხოლო  “იმედის” მართვის უფლება გადაცემული აქვს ა.შ.შ.-ში დელავერის შტატში რეგიტრირებული კომპანიას “ნიუს კორპ ევროპა ინქ”-ს, თუმცა საზოგადოებისათვის უცნობია ვინა არიან ამ იურიდიული პირების დამფუძნებლები და მესაკუთრეები, რაც ცალსახად უნდა შეფასდეს მედია მფლობელების გამჭვირვალობის ვალდებულების დარღვევად.მედიაში დღეს არსებული მდგომაროებიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ვინ არის თითოეული მაუწყებლის რეალური მესაკუთრე. წინააღმდეგ შემთხვევაში პლურალისტური მედიის, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის არსებობაზე, საუბარიც კი შეუძლებელია.   გთხოვთ იხ. თანდართული წერილი

2008-10-15 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას

აჭარის ა/რ უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2008 წლის 3 ნოემბრის აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის საშუალებები – ე. წ. ვიდეოთვალი -განთავსება მხოლოდ #79 ბათუმის საარჩევნო ოლქში შემავალ საარჩევნო უბნებზე არსებულ კენჭისყრის შენობებში.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” სპეციალური მიმართვა გაუგზავნა აჭარის ა/რ უმაღლეს საარჩევნო კომისიას, რითიც ორგანიზაციები სთხოვენ საარჩევნო კომისიას, შეცვალოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ვიდეოთვალის განთავსება ბათუმის საარჩევნო ოლქთან ერთად განხორციელდეს, ასევე იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც გასულ საპრეზიდენტო, თუ საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმის საარჩევნო ოლქთან შედარებით გაცილებით მეტი და უხეში სამართალდარღვევათა ფაქტები დაფიქსირდა.იხ. მიმართვის ტექსტი.

2008-10-08 20:00 სრულად ნახვა

საია საერთაშორისო, საჯარო და კერძო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მისაღებად იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს იწვევს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს იურიდიული (საერთაშორისო სამართლის) ფაკულტეტის სტუდენტებს საერთაშორისო, საჯარო და კერძო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად:1)    ფილიპ ჯესაფის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი - ვაშინგტონი, აშშ, 22-28 მარტი, 2009წ.2)    ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი - ჰააგა, ნიდერლანდები, 16-18 აპრილი, 2009წ.3)    ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი (ევროკავშირის სამართალში)4)    ELSA-ს იმიტირებული სასამართლო პროცესი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალზე – ჟენევა, შვეიცარია, 19-24 მაისი, 2009წ.5)    ე. მონროს სახელობის საერთაშორისო მედია სამართლის იმიტირებული პროცესი – ოქსფორდის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო, 18-21 მარტი, 2009წ.ყველა შეჯიბრება ტარდება ინგლისურ ენაზე და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 2-4 მონაწილისაგან შემდგარ გუნდს.მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მობრძანდენ შეხვედრაზე რომელიც გაიმართება:ადგილი:  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისი, ქ. თბილისი, კრილოვის ქ. #15.დრო: 2008 წლის 12 ოქტომბერი, 12 სთ.საკონტაქტო პირები: ანა ტაბიძე: 877 489848; არჩილ გიორგაძე: 877 222112

2008-10-05 20:00 სრულად ნახვა

ტრენინგი იურისტების, სისხლის სამართლის ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის

27-28 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით დაბა გუდაურში გაიმართა ორდღიანი ტრენინგი რომელიც, დაეთმო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემატიკას. კერძოდ, “ტრეფიკინგის მსხვერპლსა და იურისტს შორის ურთიერთობის სპეციფიკას”. ტრენინგს უძღვებოდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი და კონულტანტი კრისტინ დადეი.ტრეინინგში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცაში მომუშავე იურისტები, სისხლის სამართლის ადვოკატები და კონსულტანტები. აგრეთვე, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა სახელმწიფო ფონდის, მობილური ჯგუფის წევრები.

2008-10-01 20:00 სრულად ნახვა

28 სექტემბერი – ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე

28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 14:00 საათზე, ქალაქ გორში, გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება და მონაწილეობა დემოკრატიულ მხარდაჭერაში“. მრგვალი მაგიდის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო.2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ საქართველოსთვის დახმარების გასაწევად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სავალუტო ფონდი), აგრეთვე ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დონორები მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას გეგმავენ. ეს თანხები ქვეყანას ომის შედეგად მიღებული ზარალის შემცირებასა და შედგომ განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება, თუმცა, იმისთვის, რომ თანხები სწორად განაწილდეს, სწორად დაიხარჯოს და სწორი შედეგები მივიღოთ, აუცილებელია, რომ მათ პრიორიტეტებად გადანაწილებისა და განკარგვასთან დაკავშირებული პროცესები საჯაროობისა და მონაწილეობის პრინციპების დაცვით წარიმართოს.

2008-09-28 20:00 სრულად ნახვა

საიას დასკვნა იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანების შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი - “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” კონსტიტუციური კანონის პროექტი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები – იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანების შესახებ.გთხოვთ, იხილოთ დასკვნა.

2008-09-25 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს სამოქალაქო სექტორის განცხადება

2008 წლის აგვისტოს მოვლენები ცივილიზებული სამყაროს მიერ ერთსულოვნად შეფასდა როგორც რუსეთის ღია სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთმა გადაწყვიტა, მკაცრად დაესაჯა პატარა მეზობელი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, გახდეს თანამედროვე განვითარებული სახელმწიფო. წარმოუდგენელი მასშტაბის სამხედრო აგრესიის მიუხედავად, საქართველო ვერ აიძულეს, უარი ეთქვა მთავარ არჩევანზე _ იყოს თავისუფალი, გახდეს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი და პატივი სცეს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა, კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული მმართველობა. ევროპისკენ სწრაფვა არ არის თვითმიზანი. ეს არის ერთდაერთი გზა ჩვენს ქვეყანაში რეალური დემოკრატიის შესაქმნელად, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს გადარჩენისა და განვითარებისათვის. დემოკრატიული განვითარების გეზი კი კეთილდღეობისა და სამართლიანობის უმთავრესი წინაპირობაა. დღეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მძიმე და კრიტიკული პერიოდი უკვე გავლილია. ამჟამად გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენს გონებაში მიმდინარეობს. ჩვენი სიმტკიცე, არშეგუება არსებულ მდგომარეობასთან და სამოქალაქო ერთიანობა საწინდარია იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები უახლოეს მომავალში დატოვებენ საქართველოს. 

2008-08-20 20:00 სრულად ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატავს მზადყოფნას დაეხმაროს იძულებით გადაადგილებულ მოსახლებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატავს მზადყოფნას დაეხმაროს იძულებით გადაადგილებულ მოსახლებას, გაუწიოს მათ სამართლებრივი კონსულტაციები, შეძლებისდაგვარად დაეხმაროს სამართლებრივი დოკუმენტების შექმნასა და მათ მოძიებაში.

2008-08-12 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს სამოქალაქო სექტორის განცხადება

ჩვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის მხრიდან ღია და დაუფარავი აგრესია ხორციელდება, იბომბება საქართველოს ქალაქები და სოფლები. არის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ათასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, დიდია მატერიალური ზარალი. საქართველოს არ უნდოდა ეს ომი, ჩვენ ვისჯებით ჩვენი მისწრაფებებისთვის გავხდეთ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. დღეს საქართველოს დასავლურ არჩევანს საფრთხე ემუქრება. რუსეთის აგრესია გამოწვევაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. ჩვენ, საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოგიწოდებთ: მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ მიიღოს უსწრაფესი და ქმედითი ზომები საქართველოში ძალადობის შესაჩერებლად; რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ინტერვენცია და დატოვონ საქართველოს ტერიტორია;

2008-08-10 20:00 სრულად ნახვა