სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არჩევნების პორტალზე 301 ინციდენტი ფიქსირდება

არჩევნების პორტალზე (www.electionsportal.ge) დაფიქსირებული წინასაარჩევნო პერიოდის ინციდენტები არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეს-კონფერენციაზე, 2012 წლის 4 სექტემბერს მიმოიხილეს. სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ საქართველოს მასშტაბით რომელ რეგიონებში ფიქსირდება ყველაზე დიდი რაოდენობით დარღვევები, ასევე თუ რა კატეგორიის დარღვევები ჭარბობს დღეის მდგომარეობით. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალზე უკვე 301 ინციდენტის შესახებ არის ინფორმაცია განთავსებული, მათ შორის ყველაზე მეტია ზეწოლის ფაქტები - სულ 198 ინციდენტი; ასევე, პორტალზე აღრიცხულია ამომრჩევლის მოსყიდვის 46, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 61 და სხვა სახის დარღვევების 16 შემთხვევა.რეგიონების მიხედვით ინციდენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი დარღვევა კახეთის რეგიონში ფიქსირდება (62 ფაქტი), ასევე დიდი რაოდენობის დარღვევებია იმერეთში (49), შიდა ქართლში (44), გურიასა (29) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (27) რეგიონებში.

2012-09-04 09:42 სრულად ნახვა

განცხადება საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი მედია გარემოს შესახებ

  მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ გაავრცელა განცხადება საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი მედია გარემოს შესახებ, ამ განცხადებას მხარს უჭერს 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია.  

2012-08-30 14:48 სრულად ნახვა

ELECTIONPORTAL.GE - არჩევნების პორტალს არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების ინტერაქციული რუკები დაემატა

თბილისი - ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), ჯამპსტარტ ჯორჯიამ და სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთა ინიციატივითაც შეიქმნა არჩევნების პორტალი, - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - გასული არჩევნებისა და ამომრჩეველთა სიების მონაცემები წარადგინეს ვებ-გვერდზე http://data.electionportal.ge. ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია 2008 წლის შემდეგ ჩატარებული თითოეული არჩევნების შედეგების ნახვა სხვადასხვა ინდიკატორით, როგორიც არის: აქტივობა, არჩევნების შედეგები, ცალკეული პარტიის შედეგები და სხვა. ვებ გვერდზე მონაცემები წარმოდგენილია რუკების სახით სხვადასხვა გეოგრაფიულ დონეზე, რომელიც მოიცავს რეგიონებს, საარჩევნო ოლქებსა და უბნებს. მონაცემთა ბაზას შესაძლოა ქონდეს მრავალმხრივი გამოყენება, როგორიც არის იმ ტერიტორიული ერთეულების იდენტიფიცირება, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია და სადაც ამომრჩეველთა მობილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს.  

2012-08-27 15:51 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 27 აგვისტოს ამბროლაურში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 27 აგვისტოს ამბროლაურში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ამბროლაურში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 27 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

2012-08-27 07:13 სრულად ნახვა

საარჩევნო პროცესების გაშუქება - რეკომენდაციები მედიისათვის

შინაარსი 1. სამართლებრივი აქტები 2. წინასაარჩევნოდ მედიაზე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტები3. წინასაარჩევნოდ მედიის მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქციები3.1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია3.2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური4. წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს დაქვემდებარებული პირები5. მონიტორინგი6. გაშუქების პრინციპები6.1. არჩევნების მიუკერძოებლად და სამართლიანად გაშუქება6.2. წინასაარჩევნო რეკლამის სამართლიანი და გამჭვირვალე გადანაწილება6.3. წინასაარჩევნო დებატების არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობით გადაცემა7. კვალიფიციური სუბიექტი8. სოციალური რეკლამის გაშვების ვალდებულება9. გაზეთები10. საზოგადოებრივი აზრის კვლევა11. მონიტორინგის ჩატარების ხერხები და მეთოდები11.1. საერთო წესი11.2.მონიტორინგის სპეციალური წესი მაუწყებლებისთვის11.3. მონიტორინგის სპეციალური წესი გაზეთებისთვის12. დარღვევებზე რეაგირება და სანქციები12.1. თვითრეგულირების ორგანო12.2. სასამართლო12.3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია13. Must carry14. საარჩევნო აკრედიტაციის წესი-რეკომენდაციები მედიისათვის14.1. აკრედიტაციის წესი14.2. აკრედიტაციის განცხადება14.3. განცხადების შეტანის ვადა14.4. განცხადების რეგისტრაციის შედეგი14.5. აკრედიტაციაზე უარის თქმის გასაჩივრება14.6. დამკვირვებელი პირების რაოდენობა15. პრაქტიკული რეკომენდაცია

2012-08-23 15:27 სრულად ნახვა

საია მიესალმება ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის - გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას

2012 წლის 10 აგვისტოს ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის - გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის მიზნით საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია წარადგინა. სიაში არსებულ ხელმოწერათა გარკვეული ნაწილის ბათილად ცნობის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფს ხარვეზის შესავსებად 2 დღიანი ვადა განუსაზღვრა. საინიციატივო ჯგუფმა მოთხოვნილი ხელმოწერები წარადგინა. იმავე დღეს, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილი სასამართლოს განჩინებით გიორგი გლუნჩაძის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებული დოკუმენტები კომისიიდან იქნა ამოღებული. ამა წლის 16 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელი კანდიდატის გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაცია შეჩერებული იყო გაურკვეველი ვადით, კომისიიდან გლუნჩაძის კანდიდატის დასარეგისტრირებელად საჭირო დოკუმენტაციის დედანის ამოღების გამო.

2012-08-22 13:54 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 19 აგვისტოს რუსთავში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 19 აგვისტოს რუსთავში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ რუსთავში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 19 აგვისტოს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

2012-08-17 10:22 სრულად ნახვა

საია ივანიშვილისა და კალაძის დაჯარიმების ფაქტს უკანონოდ მიიჩნევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 10 აგვისტოსა და 11 აგვისტოს გადაწყვეტილებები პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის დაჯარიმებისა და კახა კალაძის უძრავ-მოძრავი ქონებასა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის დადასტურებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახა კალაძისათვის დაკისრებულმა ჯარიმამ 16 944 960 ლარი, ხოლო ბიძინა ივანიშვილისათვის დაკისრებულმა ჯარიმამ 20 243 827,5 ლარი შეადგინა.აღნიშნული საქმეების ანალიზისას განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებების შეფასება. იმ პირობებში როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აქტები დასაბუთებულობის ხარისხით არ გამოირჩევა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სასამართლომ შეასრულოს ბალანსისა და უფლებების დაცვის გარანტის ფუნქცია და უზრუნველყოს საქმის სამართლიანი და მიუკერძოებელი განხილვა. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლოს გადაწყვეტილებები გამოირჩევა საჯარო დაწესებულების მიმართ ლოიალობით და ვერ ქმნის საქმის სამართლიანად განხილვის სურათს. აღნიშნულს კიდევ ერთხელ ადასტურებს კალაძისა და ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებებიც. სამწუხაროდ, ამგვარი პრეცედენტები მთლიანად სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას.

2012-08-16 09:12 სრულად ნახვა

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტი

გუშინ 2012 წლის 15 აგვისტოს ლანჩხუთში „ინფო 9“-ს ოპერატორის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ფიზიკური ძალა. პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას სხეულის დაზიანება მიიღო ოპერატორმა დავით ჩავლეიშვილმა. გავრცელებული კადრებიდან დგინდება, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წინ გაჩერებული სამარშრუტო ტაქსის მგზავრების გადაღებისას გადამღები ჯგუფის მიერ დასმულმა შეკითხვებმა ახალგაზრდა მამაკაცი გააღიზიანება გამოიწვია. მან ჯერ ჟურნალისტს დაუყვირა, ხოლო შემდეგ გადაღების შეწყვეტის მიზნით კამერას ხელი დაარტყა. აღნიშნული მოქმედების გამო „ინფო 9“-ის ოპერატორს დავით ჩავლეიშვილს სახის არეში მიადგა დაზიანება. მოგვიანებით, ოპერატორი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამასთანავე დაზიანებულია სააგენტოს კუთვნილი აპარატურა.

2012-08-16 08:29 სრულად ნახვა

საიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში წერილობითი მოსაზრებები წარადგინა

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საარჩევნო პროცესებში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს კომისია განსაზღვრავს. GNCC-მ 2012 წლის 18 ივლისს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შესაბამისი დადგენილების მისაღებად. საიას მიერ წარდგენილი რეკომენდაციები შეეხებაა დადგენილების პროექტს, რომელიც საჯარო დაწესებულების ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. მიგვაჩნია, რომ კომისიის მიერ წარმოდგენილ პროექტში დეტალურადაა გაწერილი ის ვალდებულებები, რომელიც მედიისათვის საქართველოს საარჩევნო კოდექსითაა დადგენილი. თუმცა ამავდროულად პროექტში შეინიშნება მნიშვნელოვანი ლაფსუსები, რომელმაც შესაძლოა მედიაორგანიზაციების მუშაობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. “

2012-08-15 14:10 სრულად ნახვა