ა.წ. 10 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სარჩელს შეიტანა.
საია სწავლობს ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების ჩატარების საფუძველს და ინსპექტირების მიმდინარეობის პროცესს. ზუგდიდის საჯარო სკოლის ინსპექტირების საფუძვლად მითითებულია ფიზიკური პირის განცხადება, რომელიც სამინისტროში შევიდა სკოლის შემოწმების დაწყებამდე 1 დღით ადრე.
საკითხის შესწავლის მიზნით საიამ განათლების სამინისტროსგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ინსპექტირებას საფუძვლად მითითებული განცხადების სამინისტროში შესვლის დროისა და სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობის პირის მიერ მისი განხილვის დროის დადგენის მიზნით.
საია, აგრეთვე, ითხოვს ინფორმაციას 2018 წლის განმავლობაში რამდენი ფიზიკური პირის განცხადება შევიდა სამინისტროში და რამდენ მათგანზე მოახდინა სამინისტრომ, ზუგდიდის მე-6 სკოლის ანალოგიური დაჩქარებული რეაგირება.
მიუხედავად კანონით დადგენილი ვადის გასვლისა განათლების სამინისტრომ საიას არ მიაწოდა საჯარო ინფორმაცია.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge