28 სექტემბერი ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღეა. ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოკითხვა ჩაატარა, რაც ყველაზე გამჭვირვალე/არაგამჭვირვალე საჯარო დაწესებულებების, აგრეთვე, იმ საჯარო მოხელეების გამოვლენას ისახავდა მიზნად, რომლებიც ეფექტურად/არაეფექტურად იყენებენ ინფორმაციის თავისუფლების პრინციპებს. გამოკითხვა იმ ადამიანებს შორის ჩატარდა, რომლებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საჯარო ინფორმაციას. გამოკითხვამ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
ყველაზე გამჭვირვალე საჯარო დაწესებულება: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ყველაზე არაგამჭვირვალე საჯარო დაწესებულება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
დაწესებულება, რომელიც ყველაზე ეფექტურად ახორციელებს საჯარო ინფორმაციის პრინციპებს: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს განათლების სამინისტრო; საქართველოს მთავრობის კანცელარია;
დაწესებულება, რომელიც ყველაზე არაეფექტურად ახორციელებს საჯარო ინფორმაციის პრინციპებს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი;
ყველაზე საუკეთესო ვებგვერდი საჯარო ინფორმაციის განთავსებისა და განახლების დონით: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს განათლების სამინისტრო; საქართველოს მთავრობის კანცელარია;
საუკეთესო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი;
ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის მუშაობაც ყველაზე ნაკლებად არის დამაკმაყოფილებელი: იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი;
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge