პაციენტმა, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში საია-ს გორის ოფისი იცავდა, სსიპ - გიორგი აბრამაშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალს სასამართლო დავა მოუგო. სასამართლომ სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის სასარგებლოდ სამედიცინო მომსახურების ხარჯების და მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
მოსარჩელემ 2013 წლის აგვისტოში გაიკეთა ოპერაცია გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ოპერაციის შემდგომ განვითარდა გართულება, რამაც გამოიწვია ქვედა კიდურების მგრძნობელობის დაკარგვა. ამის გამო გაუკეთდა მეორე ოპერაცია, თუმცა, დაზიანება კვლავ უცვლელი დარჩა. პაციენტმა ოპერაცია თურქეთშიც ჩაიტარა და მკურნალობას კვლავაც საჭიროებს. იგი ითხოვდა სამედიცინო ხარჯებისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას, ასევე, ყოველთვიური სარჩოს დანიშვნას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო სსიპ - გიორგი აბრამაშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის საკასაციო საჩივარი და ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა მცდარი საექიმო ქმედება და დააკმაყოფილა სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 19 180,50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით და მორალური ზიანი 5 000 ლარის ოდენობით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge