ორშაბათი „ორშაბათულად“ დაიწყო.
დილიდან ბევრი ხალხია. ზოგი ქვევით იცდის, ზოგი-ზევით, ზოგიც სართულებს შორის ირევა. მესამე ვიზიტორი შემოდის-ქალბატონი, ათიოდე წლის ბავშვთან ერთად. ვუღიმი. მიღიმის. იურიდიული კონსულტაცია სჭირდება და თავის რიგს ელოდება...თან მიყვება:
-ჩემს ქმარს იგეთი ფინთი სიმთვრალე აქვს, რომა სულა მცემს, მეცა და ამ ბავშვსაცა, მეშინია არ მამკლას..თქვენი იმედი მაქვს მარტოკა..
სანამ რამეს ვუპასუხებდი , უცებ ბავშვი წამოხტა და ოფისიდან სინათლის სხივის სიჩქარით გავარდა. დედაც მიყვა. მეც.
-არ წამოვალ, რად მამიყვანე აქა? მამასთან მინდა, ჩემს სახლში! წამოდი, თორემ გავიქცევი, დავიკარგები! გეუბნები.. გადავიკარგები!-უყვირის.
-ჩვენ მერე მოვალთ ჭირიმე..-მიბოდიშებს ქალი.
სასაუბროდ არ მიჩერდება. შვილს ხელი აქვს ჩაკიდებული და მიათრევს. კახიძის ქუჩის ბოლომდე მივყვები.
უშედეგოდ.
მჯერა, რომ დაბრუნდება.
ბოლო ორი კვირაა უშედეგოდ.
მგონია, რომ ასეთი ქალები ჯერ ოჯახებს ქმნიან, მერე-ძალადობრივი სიკვდილის სტატისტიკას.
მაინც მგონია, რომ დაბრუნდება..
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge