ვაკანსია საპარლამენტო მდივნის სამსახურში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე, საპარლამენტო მდივნის სამსახურში.

ძირითადი მოვალეობები:

• უზრუნველყოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისისა და რეგიონული ოფისების მიერ გამოკვეთილ პრობლემებზე საკანონმდებლო წინადადებების მომზადება საქართველოს პარლამენტში წარსადგენად;
• საკანონმდებლო წინადადების მომზადების მიზნით უზრუნველყოს ორგანიზაციაში შესაბამისი სამუშაო გუნდის შექმნა და მის საქმიანობაში შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომლების ჩართვა;
• უზრუნველყოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო წინადადებების განხილვის პროცედურაზე თვალყურის მიდევნება, საკანონმდებლო წინადადებების განხილვის მიზნით ორგანიზებულ შეხვედრებსა და საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის მიღება და ორგანიზაციის პოზიციის წარმოდგენა;
• უზრუნველყოს ცალკეულ სამართლებრივ პრობლემებზე კვლევების მომზადება, სადაც ასახული იქნება უცხო ქვეყნების გამოცდილება, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, ადგილობრივი და რეგიონული სასამართლოების პრაქტიკა;
• საჭიროებისამებრ, კონსულტაცია გაუწიოს მოქალაქეებს საკანონმდებლო წინადადებების საქართველოს პარლამენტში შეტანის საკითხზე;
• საჭიროებისამებრ, მოამზადოს დასკვნები კანონპროექტებზე თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად;
• საჭიროებისამებრ, მოახდინოს კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტთან, მის კომიტეტებთან და აპარატთან, შესაბამის სამინისტროებთან კომუნიკაცია საკანონმდებლო პროცესში საია-ს ჩართულობის უზრუნველსაყოფად;
• უზრუნველყოს მისი საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული აქტივობის შესახებ ინფორმაციის მომზადება საიას ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებლად, საიას საკანონმდებლო წინადადებების ბაზის პერმანენტული განახლება და მისი მონაწილეობით განხორციელებულ აქტივობებზე მედიის დაინტერესებული წარმომადგენლებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
• მოამზადოს საია-ს სახელით გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციები;

ძირითადი მოთხოვნები:

• უმაღლესი იურიდიული განათლება;
• პროფესიით მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისური ენის ცოდნა (ნებისმიერი დამატებითი უცხო ენის ცოდნა განხილულ იქნება უპირატესობად);
• კომპიუტერთან მუშაობის უნარები;
• სასურველია საერთო სპეციალიზაციით წარმატებით ჩაბარებული ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა;
• შრომის დისციპლინა;
• გუნდური მუშაობის უნარი.

კანდიდატს მოეთხოვება კონსტიტუციის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა, ასევე, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცოდნა.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სრულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4. საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
5. სამოტივაციო წერილი.

დოკუმენტები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, 10:00-დან – 18:00 საათამდე. გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების მიღების ბოლო ვადააA 2013 წლის 31 მაისის 18:00 საათი.

არასრულად ან ელ-ფოსტით მოწოდებული დოკუმენტები არ მიიღება შემდგომში განსახილველად.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ჯ. კახიძის (ყოფილი კრილოვის) ქ. #15, ტელ.: 293 61 01; 295 23 53
საკონტაქტო პირი: ანი ტაბიძე და თამარ სარაჯიშვილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია





 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge