ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2017 წლის 29 აგვისტოს საიას, შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმზე ხელმოწერით საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეები შევთანხმდით, რომ წინასაარჩევნო აგიტაციასთან მიმართებაში, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო საქმის წარმოების დროს, სწორედ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით  ვიხელმძღვანელებთ, რაც ერთიანობაში ხელს შეუწყობს თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge