დღეს, 5 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის შედეგად თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. აღნიშნული საქმე პირველია საქართველოში, რომელშიც სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს ვალდებულება მოახდინოს თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორ ფემიციდის ფორმის პრევენცია.
საიას სარჩელის საფუძველზე ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმის გამო, რომ მიუხედავად პოლიციისათვის არაერთგზის მიმართვის,ა ვერ მოხერხდა ოჯახში სისტემატური ძალადობისა და ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის პრევენცია.
აღნიშნულ საქმეზე, თვითმკვლელობის ფაქტამდე, ქალს 16-ჯერ ჰქონდა სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართული ოჯახში ძალადობის გამო. საია შსს-ს და პროკურატურას ამ მიმართვებზე არასათანადო რეაგირების გამო ედავებოდა, რომელსაც ტრაგიკული შედეგი - თვითმკვლელობამდე მიყვანა მოჰყვა.
ეს არის მესამე საქმე, რომელზეც საია სახელმწიფო ორგანოებს ფემიციდის გამო ზიანის ანაზღაურებაზე ედავება. პირველი ორი საქმე ოჯახში ძალადობის შედეგად განზრახ მკვლელობას ეხებოდა, რომლის პრევენცია სახელმწიფო ორგანოებმა ვერ მოახდინეს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge