წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში

წინასაარჩევნო პროცესებს საია ცენტრალური და რვა რეგიონული ოფისის მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე -ჯავახეთსა და სამეგრელოში 20-მდე მონიტორის მეშვეობით ახორციელებდა.

ანგარიში მოიცავს 2017 წლის 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. ამავე დროს, ანგარიშში ასახულია ის ფაქტებიც, რომელთაც ადგილი ჰქონდა 1 ივნისამდე პერიოდში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო გარემოს სრულყოფილად წარმოჩენისათვის.

მონიტორინგის მიმდინარეობისას გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: 

საკანონმდებლო ჩარჩო

გუნდში შეუთანხმებლობის მოტივით, არსებული ყველა მოლოდინის და საკონსტიტუციო პროექტის თავდაპირველი ვარიანტის საწინააღმდეგოდ, მმართველმა გუნდმა საარჩევნო სისტემაში არსებითი ცვლილებები 2024 წლამდე  გადადო და ისევ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შეინარჩუნა, ხოლო პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესის ამოქმედება 2023 წლისთვის გადაიდო.[1] საარჩევნო სისტემის ცვლილების ირგვლივ დისკუსიებმა და მმართველი პარტიის პოზიციამ კიდევ უფრო გააღრმავა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზება. ამასთან, ნათელია, რომ კონსტიტუციის მიღება  ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის არარსებობის პირობებში საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2017 წლის ივნისში, საქართველოს ხელისუფლებამ 7 თვითმმართველი ქალაქისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რაც ერთმნიშვნელოვნად, დეცენტრალიზაციის რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევას წარმოადგენდა.[2]

საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, რაც პრობლემურია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ სანდოობის შენარჩუნების კუთხით, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის პოზიციების განმტკიცებას ემსახურება. აღნიშნული ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან შევა ძალაში.  

მუქარა, ზეწოლა და ფიზიკური ანგარიშსწორება

ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდოდ გამოყენების ფაქტები

მედია გარემო

 

საარჩევნო ადმინისტრაცია

გამოკვეთილი პრობლემებიდან და დაფიქსირებული დარღვევებიდან გამომდინარე, წარმოვადგენთ რეკომენდაციებს, რომლებიც ჩვენი მოსაზრებით, დაეხმარება საარჩევნო პროცესებში ჩართულ პირებს მიღწევების განმტკიცებასა და დარღვევების აღმოფხვრაში:

ხელისუფლების ორგანოებმა:

პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები

სამართალდამცავი ორგანოები

საია აგრძელებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და საზოგადოების ინფორმირებას ამ პროცესში დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების და სახელმწიფოს მხრიდან მათზე განხორციელებული ქმედებების შესახებ.

               

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

ანგარიშის სრული ვერსია იხ. თანდართულ ფაილში.

 

 

 


[1] https://gyla.ge/ge/post/arasamtavrobo-organizaciebi-saqartvelos-demokratiuli-ganvitareba-safrtkheshia#sthash.ReuWJdxr.dpbs

[2] თელავის, გორის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ახალციხის, ზუგდიდის და მცხეთის მუნიციპალიტეტები. აღნიშნული გადაწყვეტილება საიამ სასამართლოში გაასაჩივრა.

[3] აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა წინა არაერთ არჩევნებზეც დაფიქსირდა. სამწუხაროდ ასეთი მანკიერი პრაქტიკა კვლავ გრძელდება.

[4] https://jam-news.net/?p=11554&lang=ka საუბარია ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროს“ და „GDS“-ის გაერთიანებაზე

[5] საია მუშაობს და ახლო მომავალში გამოაქვეყნებს შესაბამისი დავების სამართლებრივ ანალიზს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge