ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე:

“გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში – არსებული პრობლემები და მიმდინარე გამოწვევები”

ტრენინგი სამდღიანია და ჩატარდება ქ. თბილისში 2011 წლის 25-27 თებერვალს  დილის 10:00 სთ-დან საღამოს – 18:00 სთ-მდე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს.
თრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
თრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.


თრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
1.    გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტები;
2.    გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები;
3.    მაუწყებლები, პრესა და ინტერნეტ მედია – განსხვავებული რეგულაციები;
4.    ლიცენზირება (ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობა, ლიცენზიის სახეები,  მაუწყებლების საკანონმდებლო ვალდებულებები);
5.    მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რეგულირების სფერო, კოდექსის სტრუქტურა;
6.    ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით განვითარებული ადმინისტრაციული  და სასამართლო პრაქტიკა:
•    პირადი საიდუმლოება
•    კომერციული საიდუმლოება
•    ინფორმაციის დამუშავების ვალდებულება

7.    ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;
8.    პერსონალური მონაცემების სამართლებრივი რეგულირება, მოსალოდნელი სიახლეები ქართულ საკანონმდებლო სივრცეში.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული “პროგრამის მონაწილის ანკეტა” და გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 14 თებერვლის 17 საათისა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: tkordzaia@gyla.ge, metreveli@gyla.ge.
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და პრეტენდენტები შეირჩევიან შევსებული კითხვარის განხილვის შედეგად.  
ღეგიონებიდან მონაწილე ჟურნალისტებისათვის უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯების დაფარვა ორგანიზატორების მიერ.  
თრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატები.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

საკონტაქტო პირები:
თამარ კორძაია tkordzaia@gyla.ge  874 722 777
თამარ მეტრეველი metreveli@gyla.ge 899 51 00 63


G-MEDIA პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ისმხარდაჭერით.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge