ტრენინგი კორპორატიულ ბრენდინგში
2013 წლის 18-19 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.
ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება მიგრაცია და განვითარება გულისხმობს ქართული დიასპორის წევრების როლის გაზრდას ქვეყნის განვითარების პროცესში და მათი ცოდნა-გამოცდილების გაზიარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
ტრენინგი ჩაატარა ერეკლე ინაშვილმა, რომელსაც გერმანიაში აქვს მიღებული შესაბამისი განათლება და გამოცდილება. ტრენინგის მონაწილეები შეირჩა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კონკურსის საფუძველზე.
ტრენინგი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ბრენდინგის არსი და მისია, უნიკალური განმასხვავებელი ნიშანი, კორპორატიული დიზაინი, ცნობილი ქართული და ევროპული ბრენდების მიდგომები.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge