ტენდერი სატრანსპორტო მომსახურების შესაძენად

 

ორგანიზაცია დაინტერესებულია შემდეგი ტიპის  სატრანსპორტო მომსახურების  შესყიდვით: 

ავტობუსი (მინიმალური - 28 და მაქსიმალური - 45 ადგილიანი) 

მიკროავტობუსი (მინიმალური -14 და მაქსიმალური - 20 ადგილიანი) 

მინივენი 

მსუბუქი ავტომობილები : რაოდენობა-200  ავტომობილი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც სრულად, ასევე ნაწილობრივ (მათი გადაადგილება მოხდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში).            

 შემოთავაზებული ავტომანქანები უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:   

 - ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს გავლილი ტექ. დათვალიერება. 

- ანგარიშსწორება მოხდება გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე-შესაბამისად განაცხადის შემომტან კომპანიას/ ფიზიკურ პირს უნდა შეეძლოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 

  

განიხილება მხოლოდ 2005 წლის ზევით გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.  

დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა  უნდა წარმოადგინონ  მანქანების სრულიტექნიკური  მახასიათებლები, შესაბამისი სურათები და თითოეულის ფასი ცალ-ცალკე (როგორც დღგ-ს ჩათვლით, ასევე დღგ-ს გარეშე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gyla.ge.  

გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 

განაცხადების  წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აგვისტო. 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge