ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღები ჯგუფზე თავდასხმისა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პირს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასა და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. განაჩენის მიხედვით მოქალაქე, დ. ვ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, დევნასა და ჯანმრთელობის დაზიანებაში აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების გამო. მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წლის 17 მარტს, საღამოს საათებში, თბილისში, ირაკლი აბაშიძისქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ჟურნალისტს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაემუქრნენ და ასევე, ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ასევე, დაზიანდა ტელეკომპანიის აპარატურა. 

დაზარალებულების ინტერესებს საგამოძიებო უწყებასა და სასამართლოში საია იცავდა. 

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge