თბილისის საქალაქო სასამართლოში 25 აპრილს რუსული კანონის მიღების საწინააღმდეგოდ 16 მარტს გამართულ აქციაზე დაკავებული რამდენიმე პირის საქმის განხილვა გაიმართება

საია თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავს 16 აპრილს დაკავებული პირების - სანდრო ჯოხაძის, გიორგი ჯოხაძისა და გიგა ბერაძის ინტერესებს, რომლებიც რუსული კანონის მიღების საწინააღმდეგოდ გამართულ მშვიდობიან შეკრებაში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე.

სანდრო ჯოხაძისა და გიგა ბერაძის საქმის განხილვა ჩანიშნულია 25 აპრილს, 10:00 საათზე და მას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავა. გიორგი ჯოხაძის სამართალდარღვევის საქმე განიხილება ამავე დღეს, 15:30 საათზე, საქმის განმხილველი მოსამართლეა ლელა ცაგარეიშვილი.

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე 15 აპრილიდან დღემდე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 40-მდე პირი. ამ პირების პროცესები ეტაპობრივად ინიშნება სასამართლოში.

გაცნობებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილი სამართლებრივი დახმრების ქსელი მზად არის, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს გაუწიოს უფასო სამართლებრივი დახმარება.

 


ვიზუალური მასალა: (C) რადიო თავისუფლება


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge