თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დასაშვებად სცნო

7 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დასაშვებად სცნო. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მთავრობის განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ავალებს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  7 100 000 ლარი გამოყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის სასუქის შეძენისა და ტრანსპორტირების მიზნით.

გასაჩივრებული განკარგულებით მთავრობა აგრეთვე ავალებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, განკარგულების სწორედ ეს ნაწილია სრულიად უკანონო, ვინაიდან კანონმდებლობით, შესყიდვის განხორციელების მეთოდს შემსყიდველი ორგანიზაცია ირჩევს და "ერთ პირთან მოლაპარაკების" მეთოდის არჩევის შემთხვევაში კი სწორედ შემსყიდველი ორგანიზაციაა მის ადეკვატურობაზე პასუხისმგებელი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე ერთი წელია ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსურ მონიტორინგს, რომლის შედეგების თანახმადაც, აღნიშნული ფონდებიდან ფინანსური სახსრების განკარგვა არ მიმდინარეობს კანონის დაცვით.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge